ბარბარე ნოზაძე

მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი

ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ბარბარე ნოზაძეს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დასრულების შემდეგ, 2022 წელს, მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. სტუდენტობის პერიოდში ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. ახალგაზრდა მეცნიერს აქვს გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: ცხოველთა ქცევის შესწავლა ქცევითი ტესტირების სხვადასხვა პროცედურების გამოყენებით; ჰიპოკამპში სტრუქტურული და ნეიროქიმიური ცვლილებების გამოკვლევა; იმუნოჰისტოქიმიური და იმუნოქიმიური მეთოდების გამოყენება. იგი იყო კვლევითი პროექტის ,,მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე’’ ძირითადი მკვლევარი (2019-2020; შესრულებულია ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორიაში; დაფინანსდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ). ბარბარე არის ძირითადი პერსონალი ფუნდამენტურ კვლევით პროექტში (FR-23-18847, ,,მეხსიერების ფუნქციასთან ასოცირებული ტვინის რეგიონების ელექტრული სტიმულაციის ეფექტების შესწავლა ქცევით და ნეირობიოლოგიურ შედეგებზე D-გალაქტოზას ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე’’). 2023 წლიდან არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.  ის არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორი.
ბარბარე არის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის, ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO)  და ევროპის ნეირომეცნიერთა ასოციაციის ფედერაციის (FENS)  წევრი.

ინტერესთა სფერო

ნეიროდეგენერაციული და ნეიროგანვითარების დარღვევების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, მეხსიერების ნეიროფიზიოლოგია, ქცევის ფიზიოლოგია, ტვინის ღრმა სტიმულაციის ეფექტები.

პუბლიკაციები:

1.    Gela V. Beselia, Nino C. Chkhikvishvili, Maia A. Burjanadze, Revaz O. Solomonia, Maia Meparishvili, Barbare Nozadze, Sulkhan Asanidze, Aleksandre Nemsitsveridze, Manana G. Dashniani. Modulation of prefrontal cortex function by basal forebrain cholinergic and GABAergic neurons at the behavioral and molecular level. NeuroReport, 32 (10):882-887, 2021



Add comment

Add comment

კოდის განახლება