ცენტრის სამეცნიერო პერსონალის საქმიანობა 2002-2021
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ღია მეცნიერების“ განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების და სსიპ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით დაგვევალა სამეცნიერო პროდუქტიულობისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის ადმინისტრირება დაევალა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელმაც შეიმუშავა და მოგვაწოდა სპეციალური შესავსები ფორმები.
განხორციელდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული გრანტების ფარგლებში შესრულებული პროექტების და გამოცემული პუბლიკაციების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა. შესაბამისი მონაცემები გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ცენტრის თანამშრომელთა სამეცნიერო პროდუქტიულობის მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ Excel-ის ფაილებში.
დანართი N1(II ნაწ.) ინფორმაცია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ (2002-2021)
დანართი N3 ინფორმაცია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის აქტივობების შესახებ (2017-2022)
დანართი N4 ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტების და სამეცნიერო ნაშრომების შესახებ შინაარსობრივი ინფორმაცია (2002-2021)