კესო კოზმავა

მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

კესო კოზმავა არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის ლაბორატორიის  მეცნიერ თანამშრომელი. წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2015 წელს მინიჭებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიოლოგიაში. 2017 წელს მინიჭებული აქვს ბიოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიოქიმიის განხრით.
2012 წლიდან ჩართულია საუნივერსიტეტო ლაბორატორიულ სამუშაოებში.  
2016-2019 წლებში მუშაობდა მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრში, ლაბორანტის პოზიციაზე.
2019-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტის თანამდებობაზე (მოწვეული პედაგოგი) და უძღვებოდა სალექციო კურსს „შესავალი მეცნიერებაში მედიცინისთვის “.
2019-2021 წლებში პროექტის ფარგლებში მუშაობდა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, მიკრობული ეკოლოგიის დეპარტამენტში. პროექტი სახელწოდებით „ლიზისური ბაქტერიოფაგების შერჩევა ანტიბიოტიკო რეზიზსტენტულ პათოგენებზე, აღნიშნული ფაგების დახასითება, თერაპევტული გამოყენება და დეკონტამინაციის პოტენციალი”
2020წ-დღემდე მუშაობს იუჯის სკოლაში და უძღვება ინგლისურენოვან და ქართულენოვან ბიოლოგიის სასწავლო კურს.
მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება ბიოქიმია, მიკრობიოლოგია და  მოლეკულური ბიოლოგია. ბაკალავრიატის წლებში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში - „კრეატინის გავლენაზე სისხლის ანტიოქსიდანტურ სისტემაზე იზოლირებითა და დღე–ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესის პირობებში“.

სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება: ნეიროფიზიოლოგია, ბიოქიმია. კერძოდ შეისწავლის ფსიქოგენური  სტრესით გამოწვეულ ქცევით, კოგნიტიურ, ბიოქიმიურ, ცვლილებებს და სტრესის პირობებში ორგანიზმის  დამცავ, ადაპტაციური ხასიათის მექანიზმებს.