მოკლე ბიოგრაფია
ომიაძე თინა დაიბადა 1955 წლის 4 სექტემბერს, ყირგიზეთში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1962 წელს შევიდა ქ.თბილისის 44-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს. 1974 წელს სწავლა გაააგრძელა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დააამთავრა 1979 წელს.
თ.ომიაძემ 1980 წელს მუშაობა დაიწო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბიოფიზიკის განყოფილებაში ჯერ უფროსი ლაბორანტის, ხოლო შემდგომში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1986 წელს აღნიშნული განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც 2010 წელს გაერთიანდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრის შემადგენლობაში. თ.ომიაძის სამეცნიერო კვლევები მოიცავს ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების სინთეზსა და კვლევას ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებში. 1986 წელს ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თ.ომიაძემ დაიცვა დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე. თ.ომიაძეს სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს საქართველოში და საზღვარგარეთ. მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ოჯახის წევრებიდან თ. ომიაძეს ჰყავს ძმა - ვალერი ომიაძე (პენსიონერი) და და, თამარ სოხაძე (მუსიკის პედაგოგი).
სამეცნიერო ინტერესი
თინა ომიაძის შრომები ეძღვნება ბიოსამედიცინო დანიშნულების მაღალმოლეკულური ნაერთების სინთეზსა და კვლევას ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. სინთეზური პოლიმერული მასალები დიდი ხანია გამოიყენებოდა მედიცინაში, სხვადსხვა მოწყობილობების, ჰიგიენური მასალების და სხვათა სახით, მაგრამ მაღალმოლეკულური ნაერთების პრაქტიკულად ამოუწურავი შესაძლებლობები (მოლეკულური მასის, სტერეოსტრუქტურის, შემადგენლობის) ფართო ზღვრებში ვარირების შესაძლებლობა მედიცინის ურთულესი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ხსნის. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატები, ცოცხალი ქსოვილის ფუნქციის მატარებელი მასალები (ხელოვნური სისხლძარღვები, მყესები, გულის სარქველები, ბიოლოგიური წებოები), პლაზმის შემცვლელები და ურთულესი პრობლემის - გადაჭრა - ხელოვნური ორგანოების შექმნა.
თ.ომიაძის მიერ მიღებულია ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები შეუცვლელი ამინომჟავა L-ლიზინის საფუძველზე, რომლებიც ძირითად ჯაჭვში პეპტიდურ ბმებთან ერთად შეიცავენ სხვა ტიპის ბმებსაც. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მან დაასინთეზა
L-ლიზინის სხვადასხვა წარმოებულები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია N , N - ბის-ტრიმეთილ - L -ლიზინის ალკილის ესტერები. მათ საფუძველზე მიღებულია სხვადსხვა სტრუქტურის და თვისებების მასალები, მათ შორის ლიზინისა და ფენილალნინის თანაპოლიმერები, წყალშიხსნადი მასალები ფერმენტების და სამკურნალო პრეპარატების იმობილიზაციისათვის, დღეისათვის მიღებული ნაერთების ნაწილი დანერგილია პრაქტიკაში, ნაწილი კი გამოცდას გადის სხვადასხვა დანიშნულების ბიოსამედიცინო მასალების სახით.
რჩეული პუბლიკაციები:
1. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, N.Sh.Japaridze, L.M.Avalishvili, T.N.Omiadze, M.M.Zaalishvili. Heterochain polymers based on natural amino acids. Synthesis of polyamides on the base of N,N- bis-trimethylsilyl lysine alkyl esters. Makromol.Chem. 186, 939-954 (1985).
2. P.Chefelin, B.Masarzh, D.P.Kharadze, R.D.Katsarava, L.I. Kirmelashvili, T.N.Omiadze, M.G. Burchuladze, L.A.Edilashvili. Synthesis and investigation of biodegradation of polyamides containing enzymatically degradable peptide bonds in the main chains.
Polycondensation. Pub. Bulgarian Academy of Sciences, Sofia, Bulgaria (1986).
3. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, P.L.Toidze, T.N.Omiadze, N.N.Japaridze, M.K.Pirskalava. Some physicochemical properties of biocompatible and biodegradable heterochain polymers based on L-lysine ethyl ester. Acta Polymerica, 42,95-99 (1991)
4. D.P.Kharadze, T.N.Omiadze, G.V.Tsitlanadze, Ts..A. Goguadze, N.M.Arabuli, Z.D.Gomurashvili, R.D.Katsarava. New biodrgradable polymers derived from[N,N’]diacyl- bisphenylalanine. Polymer Science. 36, (9), 1214-1218 (1994).
5. N. Kebadze, T.Kviria, L.Edilashvili, T.Omiadze, G. Tsitlanadze, K.Kandelaki, G.Gorgiladze, R.Katsarava. Preparation of porous films based on biodegradable polyesteramide. Proceed. Georg. Acad. Sci.,Biol. Ser., 30 (1), 127-133 (2004).
6. T.Zaalishvili, D.Kharadze, T.Khostaria, N.Arabuli, K.Kolkhidashvili, K.Kutalia, T.Omiadze, L.Kirmelashvili, L.Edilashvili, G.Zaalishvili, Z.Tsetskhladze. Design of indole derivatives and studing their inhibitory ability of poly(ADP-ribosyl)ation reaction. Bull. Georg. Acad. Sci., 172, (2), 314-316 (2005).
7. N. Zavradashvili, T. Omiadze, D. Tugushi, R.Katsarava. New class of Biodergradable functional polymers – epoxipolyesteramide. Proceeding of Technical University of Georgia. N1(467), 44-47 (2008).
8. N. Ochkhikidze, G,Jokhadze, Ts,Goguadze, T.Omiadze, R.Katsarava. Synthesis and investigation of new AA-BB type polydepsipeptides. Bull. Georg. Acad. Sci., Chemical series 36 (3), 345-351 (2010).
9. D.Kharadze, T Memanishvili, K. Mamulashvili, T.Omiadze, L.Kirmelashvili, Z.Lomtatidze, R.Katsarava. In vitro antimicrobial activity study of some new arginine based biodegradable poly(ester urethane)s and poly(ester urea)s. J.Chem.Chem.Eng. 9, 524-532 (2015).
10. D. Kharadze, T. Memanishvili, K. Mamulashvili, T. Omiadze, L. Kirmelashvili, Z. Lomtatidze. Amino acid-based biodegradable polycathions with antimicrobial activity, Bulletin of the Georgian National Academy of Science, 11, #3, 132-138 (2017).