სოფიო ძნელაძე

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

მემბრანოლოგიის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

სოფიო ძნელაძემ 2004 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბიოქიმიურ მეცნიერებათა მაგისტრის დიპლომი.
სოფიო ძნელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო 2006 წლიდან ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მემბრანოლოგიის განყოფილებაში. მან 2013 წელს, პროფესორ ლეილა წაქაძის ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე  „Cl- და HCO3--ით აქტივირებული ATPაზების მოქმედების მექანიზმის შესწავლა“, სადაც აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა Cl--ით აქტივირებული ATPაზური სისტემის მოქმედების მექანიზმი და მისი პრინციპიალური სქემის ანუ „მინიმალური მოდელის“ შემუშავება,  HCO3--ით  აქტივირებული Mg დამოკიდებული ATPაზური აქტიობა და აღმოჩენილი იქნა სრულიად ახალი ფერმენტული სისტემა Mg არადამოკიდებული HCO3--ანიონით აქტივირებული ATPაზური რეაქცია. ნაშრომი მიეკუთვნებოდა ფუნდამენტური კვლევის ტიპს.
2013 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად ის მუშაობს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე ივ. ბერიტაშილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მემბრანოლოგიის განყოფილებაში, ასევე ასწავლის, როგორც მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.
2017 წელს მისმა სამეცნიერო პროექტმა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული  ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი გრანტი.
ის არის ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციის და ევროპის ნეირომეცნიერთა ასოციაციის წევრი. მისი სამეცნიერო შრომები წარდგენილ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ის არის ოცზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.
მომავალში ის აპირებს შეისწავლოს ნეიროტრანსმიტერების და სინაფტოსომურ ციტოზოლში აღმოჩენილი ფაქტორის გავლენა ანიონურ-ATPაზებზე, თუ რამდენად სპეციფიკურია და რა თავისებურებებით ხასიათდება თეთრი ვირთაგვას თავის ტვინის სხვადასხვა სუბუჯრედულ ფრაქციაში ლოკალიზებულ Cl-ATPაზასა და Mg2+-დამოკიდებულ და Mg2+-არადამოკიდებული HCO3--ATPაზებზე აღნიშნული ეფექტი, რაც გააღრმავებს ცოდნას აღნიშნული ანიონური-ATPაზური სისტემების როლზე თავის ტვინის მემბრანულ სტრუქტურებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე.

პუბლიკაციები:

1.    The Effect of Neurotransmitter and Synaptosomal Factor on the Synaptic Membrane Anion-Activated ATPases. S. Dzneladze, E. Nozadze. Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 14, no. 1, pp.184-187, 2020.
2.    Na,K-ATPase and ROS hormesis.  Gvantsa Chkadua,  Eka Nozadze, Leila Tsakadze,  Lia Shioshvili, Nana Arutinova, Marine Leladze, Sophio Dzneladze.   Proc. Georgian Nat. Acad. Sci., Biomed. Ser. 2020, vol.46, N 5-6
3.    Cl-anion activated ATPase.   Sopio  Dzneladze,     Leila  Tsakadze, Eka Nozadze, Lia Shioshvili,    Marine  Leladze, Nana Arutinova, Tamar Djariashvili, Gvantsa Chkadua. The Journal of Biological Physics and Chemistry, pp. 37-40. 2020
4.     pChMB ზეგავლენა ტრანსპორტულ  ATPაზებზე. ლეილა წაქაძე, ეკატერინე ნოზაძე, ლია შიოშვილი, მარინე ლელაძე, ნანა არუთინოვა, სოფიო ძნელაძე, სოფო კუპრაძე, გვანცა ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, 2019, ტ.45 #1-2.
5.    ოუაბაინის ზეგავლენა მაგნიუმ-დამოკიდებულ Ca2+ და HCO3--ით აქტივირებულ ATPაზებზე ვირთაგვას თავის ტვინის სინაფსური მემბრანების ფრაქციაში. მ. ლელაძე,  ლ. წაქაძე,  ე. ნოზაძე,  ლ. შიოშვილი,  ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე,   ს.კუპრაძე.  გ.  ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, 44, #5-6, 2018.
6.    Zn2+ depended Mg-ATPase activity. G. Chkadua , L. Tsakadze, E. Nozadze, M. Leladze, S. Dzneladze, L. Shioshvili, N. Arutinova, S. Kupradze . Systemic and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of Iv. Beritashvili Center for Experimental Biomedicine-2018) Nova Science
7.    მძიმე მეტალების (Cd, Pb) ზეგავლენა Cl-ATP-აზაზე  ვირთაგავას თავის ტვინის        სინაფსური მემბრანების ფრაქციაში. ს. კუპრაძე,   ლ. წაქაძე,  ე. ნოზაძე,  ლ. შიოშვილი,  მ. ლელაძე,  ნ. არუთინოვა,  ს.ძნელაძე,  გ. ჭკადუა საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ. 43, # 5-6, 2017.
8.    მძიმე მეტალების გავლენა Na,K-ATP-აზურ და Mg-ATP-აზურ სისტემებზე. გ. ჭკადუა. ე. ნოზაძე, ლ. წაქაძე,  ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე, თ. ჯარიაშვილი, ს. კუპრაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ.43, #1-2, 2017.
9.    Kinetic Features of Transport ATPases. E. Nozadze, L. Shioshvili, L. Tsakadze, N. Arutinova, M. Leladze, S. Dzneladze, G. Chkadua. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of Iv. Beritashvili Center for Experimental Biomedicine-2015). Nova Science Publishers, Inc. New York, 2016.
10.    Mg,H-CO3-ATPაზური აქტიობის ცვლილება ვირთაგვის თავის ტვინის მემბრანულ   ფრაქციებში სუსტი სტრესოგენული ფაქტორის ზემოქმედებით. ლ.წაქაძე და სხვა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ.42, #3-4, 2016.
11.    ჰორმეზისის მოვლენის შესწავლა Na,K-ATP-აზური სისტემის აქტიობაზე. ლ. წაქაძე, ე. ნოზაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 41, #3-4, გვ.181-185, 2015.
12.    Molecular mechanism of Mg-ATPase activity. E. Nozadze, N. Arutinova, L. Tsakadze, L. Shioshvili, M. Leladze, S. Dzneladze, G. Chkadua. The Journal of Membrane Biology. 248(2):295-300, 2015.
13.    Comparative analysis of Mg- dependent and Mg- independent HCO3-ATPases. S. Dzneladze, L. Tsakadze, M. Leladze, E. Nozadze, L. Shioshvili, N. Arutinova, G. Chkadua. The Journal of Membrane Biology. 248 (1): 53-8. 2015.
14.    Mg-ATPაზას გამოკვლევის ზოგიერთი საკითხი. ე. ნოზაძე, ნ. არუთინოვა, ლ. წაქაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 40, #3-4, გვ.159-163, 2014.
15.    Ecto-ATPაზას მოქმედების მოლეკულური მექანიზმი. ნ. კვიწინაძე, ს. ძნელაძე, მ. ჯავახიშვილი. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია,  ტ. 39, #5-6, გვ. 223-229, 2013.
16.    Ecto-ATPაზურ აქტიობაზე pH-ის გავლენა და მისი განაწილება თეთრი ვირთაგვას თავის ტვინის სუბუჯრედულ ფრაქციებში. ნ. კვიწინაძე, ს. ძნელაძე, მ. ჯავახიშვილი. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 39, #1-2, გვ. 31-34, 2013.
17.    NO3- და SO42- - ანიონებითაქტივირებული Mg–დამოკიდებული ATP-აზა.  ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 39, #1-2, გვ. 69-73, 2013.
18.    The Study of Anion-Activated ATPases Relation. M. Leladze, S. Dzneladze, L. Tsakadze, T. JariaSvili. Proc. Geogian Nat. Acad. Sci., Biomed. Series, vol. 38, No 5-6, pp. 305-308, 2012.
19.    Mg-dependent HCO3 –ATPase is a P-type transporting ATPase. L. Tsakadze, M. Leladze, S. Dzneladze, Z.  Kometiani. Journal of Biological Physics and Chemistry 12, No3, 113-115, 2012.
20.    Cl anion-dependent Mg-ATPase. Sopio Dzneladze, Leila Tsakadze, Marina Leladze, Zurab Kometiani. The Journal of Membrane Biology. 245:0 151-156, 2012
21.    ARL67156*-ის გავლენა Mg-არადამოკიდებულ HCO3-ანიონებითაქტივირებულ ATPაზურ რეაქციაზე. ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, ზ. ქომეთიანი. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 37. #1-2. გვ. 113-117, 2011.
22.    HCO3-იონებით აქტივირებული Mg-დამოკიდებული ATPაზა. ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 35. #1-2, გვ. 121-124, 2009.
23.    Cl-ATPაზა: ვირთაგვას თავის ტვინის პლაზმური მემბრანის ტრანსპორტული ATPაზა. ს. ძნელაძე. მ. ლელაძე. ლ. წაქაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 35, #1-2, გვ.117-120, 2009.
24.    Mg-independent HCO3-ATPase. L. Tsakadze, S. Dzneladze, Z. Kometiani. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B. Vol. 5. No 2, p. 9-13, 2007.
25.    Molecular mechanisms of Mg-independent HCO3- ATPase. L. Tsakadze, S. Dzneladze, Z. Kometiani. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B. Vol. 5. No 3-4, p. 5-7, 2007.