ირაკლი მაისურაძე

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

რადიობიოლოგიის ლაბორატორია

ავტობიოგრაფია

ირაკლი მაისურაძე დაიბადა 1969 წლის 28 ივდისს. 1986 წელს თბილისის 58–ე სკოლის დამთავრების შემდეგ 1987 წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. რადგან სწავლის მეოთხე კურსზე მან პრეზიდენტის სტიპენდია მოიპოვა, 1991 წლის ივნის–ივლისში ორ სხვა სტუდენტთან ერთად, წინასადიპლომო პრაქტიკებზე იგი წარგზავნილ იქნა ბრისტოლის პოლიტექნიკურში (ამჟამად დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი). უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ 1992 მან მუშაობა დაიწყო რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში. ცენტრში მისი მუშაობის დროს მან მონაწილეობა მიიღო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ რამოდენიმე სასწავლო კურსში. კერძოდ კი: ევროპისათვის ორგანიზებულ ბირთვული ინფორმაციის საერთაშორისო სისტემის სასწავლო კურსში , რომელიც ვილნიუსში შედგა 1997 წლის 01-13 სექტემბერს; რადიაციული წყაროების შენახვისა და განკარგვის მართველი ორგანოების სასწავლო კურსში, ბრატისლავა, სლოვაკეთის რესპუბლიკა 1998 წლის 23–27 თებერვალი; რადიაციული წყაროების ლიცენზირებისა და კონტროლის რეგიონალური სასწავლო კურსი მინსკი, ბელარუსი1998 წლის 8-13 ივნისი. 2002 წლის აპრილში მან სამეცნიერო დისერტაცია დაიცვა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა რადიობიოლოგიის სპეციალობით. 2007 წლის მარტიდან მაისამდე იგი მუშაობდა საქართველოში არსებულ ბრიტანულ სანავთობე კომპანიისთვის, როგორც გაყვანილი მილების ზონაში გაკაფული ხეებისა და ბუჩქების დარგვა–აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელი. ამჟამად იგი მსახურობს უფროს მეცნიერ მუშაკად ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში და, აგრეთვე, იგი არის ატომური ენერგიის სააგენტოს ბირთვული ინფორმაციის საერთაშორისო სისტემის კავშირის ოფიცერი საქართველოში და საქართველოში გამოცემული სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურიდან მან 700 შენაატანზე მეტი გააკეთა ბირთვული ინფორმაციის სისტემაში, სადაც საკუთარ მონაცემებს მსოფლიოს 130 ქვეყანაზე  მეტი აგზავნის და მათ შორის, ჩვენი ოთხივე მეზობელი.

რჩეული პუბლიკაციები:
1.,,საკომუნიკაციო სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მოქმედება ცხოველთა პასიურ რეაქციაზე” 2005, საქართველოს მეცნიერებათა ჟურნალი ,, მოამბე“ , 171, 3. გვ. 587-589 (თანაავტ. მ. ნიკოლაიშვილი, ლ. ვასაძე, გ.იორდანიშვილი, გ. ორმოცაძე, თ. სოლოშვილი)
2.,,საკომუნიკაციო სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მოქმედება ცხოველტა ქცევაზე“ საქართველოს მეცნიერებათა ჟურნალი ,, მოამბე“ , 167, 2. გვ. 366-368 (თანაავტ. მ. ნიკოლაიშვილი, ლ. ვასაძე, გ.იორდანიშვილი, გ. ორმოცაძე)
  3.,,მდინარე ალაზანში ჩამდინარე  მცირე მდინარე ,, ლოპოტას“ ეკო-ტოქსიკოლოგიური დახასიათება“  ქიმიური ჟურნალი .ტ.10, #4, გვ.. 126–128. (თანაავტ. თ. მუსელიანი, მ. ნიკოლაიშვილი, თ. მჭედლური, მ. მეტრეველი. 2010
4. ბირთვული ინფორმაციის საერთაშორისო სისტემა საქრთველოში (INIS) 2011, ”მეცნიერება და ტექნოლოგიები“ N7–9, გვ.. 32–39.
5.,,რადიაციის გავლენა რადიომგრძნობელობაზე, ემოციურ-მოტივაციურ ქცევაზე, მეხსიერების განსხვავებულ ფორმაზე და ნეიორქიმიურ კორელატებზე თეთრი და შავი ვირთაგვების ჰიბრიდულ ჯგუფებში“.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია, გ.იორდანიშვილი, ი.მაისურაძე. 2020
6.“ რადიაციის გავლენა თეთრი და შავი ვირთაგვების  ნეიროქიმიურ კორელატებზე“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, ბიომედიცინის სერია,ტ.46, # 5-6. გვ.295-303.(თანაავტ. მ. ნიკოლაიშვილი, გ. იორდანიშვილი, თ. მუსელიანი, ხ. დონდოლაძე, გ. ჯიქია)