ირინე იორამაშვილი

მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი

ბიოფიზიკის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ირინა იორამაშვილი არის ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი.
2000 წელს მიიღო ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი ფიზიკური ინფორმატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ირინე იორამაშვილმა ჩაირიცხა მაგისტრატურის კურსზე, ბიოფიზიკის სპეციალობით. 2002 წელს ჩააბარა ასპირანტურაში ბიოფიზიკის და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა3 წლის განმავლობაში. ირინა იორამაშვილს ახლა აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოფიზიკაში.
2006 წ. მუშაობა დაიწყო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში ლაბორანტის თანამდებობაზე, მეცნიერ თანამშრომელი გახდა 2008 წელს.2010 წლიდან დღემდე მუშაობს ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის განყოფილებაში. მისი სამეცნიერო პროდუქტიულობა აისახა 15 სამეცნიერო კონფერენციაში, 2 საგრანტო პროექტში და 10 სამეცნიერო პუბლიკაციაში.
2018 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე.

სამეცნიერო ინტერესები

უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფი ფოკუსირებულია უჯრედული ბიოფიზიკის, ექსპერიმენტული ონკოლოგიის  და ბიოსამედიცინო მიმართულებების ტრანსლაციურ კვლევაზე. ამ მიზნით უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფი იკვლევს უჯრედის, მაიონიზებელი რადიაციის და ქიმიოპრევენციული საშუალებების მიმართ, რეზისტენტობის ფორმირებაში უბიკვიტინის-UB და მემბრანული რეცეპტორის - CXCR4 როლს იმუნოლოგიური, ბიოფიზიკური და ბიოქიმიური მეთოდებით.
ექსტრაუჯრედულ უბიკვიტინი მონაწილეობს დიფერენციაციის, მომწიფების და აპოპტოზის განვითარების პროცესებში. ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს სიმსივნის ჩამოყალიბების პროცესებში გასარკვევად და  განიხილება, როგორც დაავადებათა ბიომარკერი, რადგან მრავალი დაავადება ასოცირდება უბიკვიტინის დონის ზრდასთან უჯრედგარე არეში. უჯრედის, მაიონიზებელი რადიაციის და ქიმიოპრევენციული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის ფორმირებაში უბიკვიტინის როლის შესწავლა გულისხმობს იმ მოლეკულური მექანიზმების გარკვევას, რომელსაც იყენებს ექსტრაუჯრედული უბიკვიტინი უჯრედული ციკლის რეგულაციისათვის.
 CXCRL12  CAFs უჯრედების გააქტიურების გზით ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის ზრდას, ანგიოგენეზსა და მეტასტაზების გავრცელებას. CXCRL12 და ცილა უბიკვიტინ საერთო რეცეპტორის CXCR4 საშუალებით ააქტივებენ ერთსადაიმავე მეტაბოლურ გზებს. აღნიშნული ცილები მონაწილეობენ სიმსივნური უჯრედის ქიმიო და რადიოთერაპიის მიმართ რეზისტენტობის განვითარებასა და მეტასტაზების გავრცელების პროცესში. საინტერესოა არის თუ არა ეს ორი ლიგანდი ერთმანეთის კონკურენტული. თუ არის, რა პირობებში. ასევე, საინტერესოა მათი ქცევის სპეციფიკურობის გარკვევა ჯანმრთელ და დაავადებულ უჯრედში. ჩვენი კვლევის მიზანი არის აღნიშნული ცილების შესაძლო  თერაპიული და დიაგნოსტიკური პოტენციალის გამოვლენა.
სიმსივნური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნისტიკის ახალი მეთოდების განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია უჯრედული პროცესების მოლეკულური მექანიზმების ღრმად გარკვევა. სიმსივნის მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მეტასტაზების გავრცელების გააქტიურება რაც, როგორც წესი მოსდევს  ქიმიური, რადიოლოგიური და  იმუნოლოგიური მეთოდებით მკურნალობას. ამ პროცესების სტიმულირებაში ჩართული მეტაბოლური გზების კვლევა მათი მართვის მექანიზმების შემუშავების შესაძლებლობას ქმნის.

პუბლიკაციები:

1.    Ioramashvili, R.Sujashvili, “Involvement of Ubiquitin – 26S Proteasome System in Regulation of Obesity”, Proc.Georgian Nat. Acad. Sci.,Biomed. Series, 2020,vol.46, N5-6. ISSN-0321-1665.
2.    Sujashvili R., Ioramashvili I., Mazmishvili K., Tsitsilashvili S., Gamkrelidze M., Moderation of quantitative changes of regenerating erythropoietic cells by extracellular ubiquitin, Georgian Medical News, 2020, Jul-Aug; (292-293):87-92;
3.    R.Sujashvili, I.Ioramashvili, N.Gvinadze, K.Aptsiauri, N.Ivanishvili, K.Mazmishvili, “Changes of serum ubiquitin levels along with development of thrombocytopenia in irradiated mice”, Digest of Beritashvili Center of Biomedicine, ISBN:978-9941-8-1339-9, 2019, 227-233;
4.    Sujashvili R., Ioramashvili I., Aptsiauri K., Gvinadze N., Regulation of Leucogenesis by Extracellular Ubiquitin in Rodents after Chemically Induced Inhibition, J. Cytology and Genetics, Ukr. Kiev, Springer, Allerton Press, Inc., Vol. 50, No. 5, 2016, pp. 334–338
5.    Sujashvili R., Ioramashvili I., Ubiquitin Proteasome System in Norm and Pathology and Therapeutic Potential of Extracellular Ubiquitin.  Book Title: Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine ¬ 2015),  Nova Publishers, New-York, Book ID: _8964_ , Chapter ID: _39025, 2015, pp. 229-239
6.    Gabunia T., Turabelidze-Robaqidze S., Sujashvili R., Ioramashvili I., Gogebashvili N., Sanikidze T. alterations of RBC membrane proteins in diabetic patients with and without periodontitis, Georgian Medical News, 11 (248) 2015, 39-45;
7.    Pruidze N., Khetsuriani R., Sujashvili R., Ioramashvili I., Arabuli M., Sanikidze T., Alterations of Properties of Red Blood Cells Membrane Proteins of Different Age and Sex Volunteers, Georgian Medical News, N7-8 (244-245), 2015, 110-115;
8.    Sujashvili R., Ioramashvili I., Gvinadze N., Aptsiauri K., Inhibition of proliferative activity of bone marrow cells by extracellular ubiquitin, Georgian National Academy of Sciences, Biomedical Series, 2015 September-December, N5-6 40, 265-269;
9.    Kupatadze R., Kuridze K., Devdariani M., GachechiladzeN., Sulamanidze L., IOramashvili I., GogoriSvili J., Zaalishvili M. “ Study of Physical Properties of Smitin Isolated from Smooth Muscle and Comparative Analysis with the Same Properties of Titin.” Proc. Georgia Acad. Sci., Biol. Ser.B., Vol.9., No 1-4, 2011.
10.    Kupatadze R., Simonidze M., Kuridze K., Japaridze I., Dolidze M., Eristavi T., Zaalishvili M.
“The Morphological Study of Actomyosin and -Actinyn-Actomyosin Complex in the Presence of Univalent Ions.” Proc. Georgia Acad. Sci., Biol. Ser.. 2007, No 3-4, Vol.5.