მოკლე ბიოგრაფია
რუსუდან კუპატაძე, 1966 წელს ქ. თბილისის 55-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, სპეციალობით ანალიზური ქიმია. 1971 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბიოფიზიკის სექტორში, უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1984 წელს ბიოფიზიკის სექტორის ინსტიტუტად ჩამოყალიბების შემდეგ მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში, ცილებისა და პეპტიდების პირველადი სტრუქტურის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. 2001 წელს დაიცვა დისერტაცია ‘’ კონფორმაციული ცვლილებების გავლენა აქტინის, მიოზინის, α-აქტინინისა და მათი კომპლექსების თვისებებზე“. 2004 წლიდან არის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის, ცილებისა და პეპტიდების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2010 წელს, ინსტიტუტების დაშლისა და ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგ, მუშაობს ცენტრის ბიოფიზიკის ლაბორატორიაში , ბიოლოგიური ძვრადობის ჯგუფში, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. რუსუდან კუპატაძე არის 26 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 14 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე .
სამეცნიერო ინტერესის სფეროები
რუსუდან კუპატაძის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს კუნთის ძირითადი, მინორული და გიგანტური ცილების სტრუქტუტულ-ფუნქციური კვლევა. მის მიერ შეზღუდული ჰიდროლიზის მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მიოზინის ღეროს სახსრულ უბანში კონფორმაციული ცვლილებების იდენტიფიკაცია და დადგენა, რომ აქტომიოზინის ATP-აზური აქტივობის ოპტიმალურ პირობებში (I=0,1), მიოზინის ღეროს სახსრული უბანი გაშლილია და გამოირჩევა ლაბილურობით. მის მიერ α- აქტინინის SH-ჯგუფების ქიმიური მოდიფიცირების შესწავლის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ ტემპერატურის გაზრდით (400 C-მდე) α-აქტინინის მოლეკულა განიცდის კონფორმაციულ ცვლილებებს, მაგრამ ეს უკანასკნელი გავლენას არ ახდენს მის ბიოლოგიურ აქტივობაზე. ბიოლოგიური ძვრადობის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში შეისწავლება კუნთის შეკუმშვაში მონაწილე ცილების ფიზიკურ- ქიმიური თვისებები. იმის გათვალისწინებით, რომ გიგანტური ცილები (ტიტინი, სმიტინი) მონაწილეობენ აქტინ- მიოზინური ურთიერთქმედების რეგულაციაში კუნთის შეკუმშვის დროს და მათ ახასიათებთ ამილოიდური ბუნება, მიზანშეწონილია ამ ცილების ფიზიკურ- ქიმიური თვისებების შესწავლა ნორმასა და ამილოიდურ მდგომარეობაში გადასვლისას.
ამჯერად, რუსუდან კუპატაძის კვლევის მიზანს წარმოადგენს ტიტინის, სმიტინის და მათი შეზღუდული ჰიდროლიზით მიღებული ფრაგმენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა ამილოიდურ მდგომარეობაში გადასვლისას. მოსალოდნელი შედეგებიდან (in vitro) გამომდინარე, აქტომიოზინის კომპლექსზე ამილოიდური ცილების ზეგავლენამ, რაც აისახება ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე, შესაძლებელია გარკვეული გავლენა იქონიოს კუნთის შეკუმშვის ხარისხზე, ასევე საფუძველი გახდეს კუნთის სხვადასხვა დაავადებებისა.
პუბლიკაციები:
1. Simonishvili S, Rusia L, Kuridze K., Simonidze M., Svanidze N., Kupatadze R., Zaalishvili M.; 2000, Method of Chemical Modification in -actinin and Actin – Interaction Study. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 161, N3, pp.531-534.
2. Kupatadze R., Kuridze K., Simonishvili S., Makharadze M., Tabuashvili E., Rusia L., Svanidze N., Simonidze M., Member of the Academy Zaalishvili M.; 2000, An Investigetion of the myosin rod in various conditions. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 162, N1, pp.159-162.
3. Kupatadze R., Kuridze K., Simonishvili S., Rusia L., Abuladze A., Svanidze H., Simonidze M., Acad. Zaalishvili M.; 2001, Influence of ionic strenght with the structure of myosin and actomyosin complex. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 163, N2, pp.334-336.
4. Kupatadze R., Kuridze K., Simonishvili S., Rusia L., Abuladze A., Svanidze N., Simonidze M., Zaalishvili M.; 2001, Investigetion of the myosin rod “tender” regions by the limited hydrolysis method. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 163, N3, pp.534-537.
5. Gogorishvili J., Kupatadze R., Koridze M., Simonidze M., Zaalishvili M.; 2003, The new method of isolation of actomyosin-like proteins. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 167, N2, pp.306-308.
6. Kupatadze R., Gogorishvili J., Melikishvili M., Dolidze M., Kuridze K., Simonidze M., Chelidze M.; 2004, Exctraction of Myosin from Bovine Brain and some of its Physical and Chemical Properties. Bulletin of the Georg. Aca. Sci., 169, N1, pp.151-153.
7. Simonidze M., Kuridze K., Kupatadze R.; 2005, The Structure of Actinin Rod. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B, Vol 3, No2, pp.540-542.
8. Simonidze M., Gogorishvili J., Kupatadze R., Dolidze M., Edilashvili L.; 2005, The Influence of Ionic Strenght on some Physico-Chemical Characteristics of Bovine Brain Myozin. Bulletin of the Georgian Acad. of Sci., 172, N3, pp.540-542.
9. R. kupataZe, n. firosmanaSvili, m. simoniZe, k. quriZe, m. doliZe. 2006, A aqtomiozinisa da aqtinin-aqtomiozinis kompleqsis morfologiuri kvleva. saqarTvelos qimiuri Jurnali, t.6, N3, gv.265-268.
10. Kupatadze R., Simonidze M., Kuridze K., Dolidze M., Eristavi T., Zaalishvili M. 2007,The Morphological Study Of Actomyosin And -actinin –Actomyosin Complex In The Presence Of Univalent Ions .Proceedings Of the Georgian Acad. of Sci., Vol.5 No3-4, pp.13
11. r.kupataZe, k. quriZe, m. simoniZe, T. erisTavi. 2011, A miozinis Reros konformaciuli cvlilebebis Seswavla zogierTi fizikuri faqtoris zemoqmedebisas. saqarTvelos qimiuri Jurnali, t.11, N1, gv. 48-52.
12. Kupatadze R., Kuridze K., Gachechiladze N., Gogorishvili J., Zaalishvili M. Study Of Physical Properties Of Titin. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B, Vol.9, № 1-4, 2011.
13. Gachechiladze N., Gogorishvili J., Kupatadze R., Eristavi T., Zaalishvili M. The influence of Smitin on Fermentative Aqtivity of Aqtomyosin in Different Area Conditions 2014, Bulletin of the Georgian Acad. Of Sci. 8, №1, pp.89-93.
14. Kuridze K., Kupatadze R., Acad. M.M. Zaalishvili Comparison of The Thermodynamic Parameters of Actomyosin Complex and Alpha-Actinin- Actomyosin. Georgian Chemical Journal, Vol. 15, №2, pp.96-102, 2015.
15. Nelly Gachechiladze., Rusudan Kupatadze., Konstantine Kuridze., Jemal Gogorishvili Smooth Muscle Smitin. 2017, Bulletin of the Georg. Acad. of Sci. Tom 11, №2. Pp. 212-217.