რადიობიოლოგიის ლაბორატორია

რადიობიოლოგიის ლაბორატორია

ლაბორატორიის შესახებ
ლაბორატორიის პერსონალი

ლაბორატორიის ისტორია
•    1941 წ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა ბიოქიმიის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელი 1983 წლამდე იყო აკადემიკოსი პეტრე ქომეთიანი.
•    1972 წლიდან ლაბორატორიაში ტარდებოდა კვლევები მეხსიერების ბიოქიმიური საფუძვლების შესასწავლად.
•    1978-87 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო აგრესიული და არააგრესიული ვირთაგვების მეხსიერების და მათი ნეირქიმიური კორელატების შესწავლა მარინა ნიკოლაიშვილის მიერ, გიორგი იორდანიშვილის ხელმძღვანელობით და დაცული იქნა საკანდიდატო დისერტაცია მოცემულ თემსაზე
•    1992 წელს მეცნიერები უკვე რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ს/კ ცენტრში საქმიანობენ, სადაც დაარსდა რადიაციული ბიოქიმიის ლაბორატორია.
•    1998 წელს სადოქტორო კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში მოხდა რადიაციის სხვადასხვა დოზების გავლენის შესწავლა აგრესიული და არააგრესიული ვირთაგვების სიცოცხლის ხანგრძლიობაზე, მეხსიერებასა და ნეიროქიმიურ კორელატებზე მარინა ნიკოლაიშვილის მიერ.
•    2000 წლებში მთავარი კვლევები ტარდებოდა რადიაციის სხვადასხვა დოზების ვირთაგვების სიცოცხლის ხანგრძლიობაზე, მეხსიერებაზე აგრესიულობის გამოვლენასა და დაკარგვასა და ნეიროქიმიურ კორელატებზე გავლენის სასწავლად.
•    2010 წლიდან რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ს/კ ცენტრი გაერთიანდა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა ცენტრთან, რომელიც 2011 წელს გახდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
•    2011-2016 წლებში ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს გიორგი იორდანიშვილი.
•    2016 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელია მარინა ნიკოლაიშვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები/კვლევითი ინტერესები:

ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილებაში კვლევები ტარდება კომპლექსურად, რადიობიოლოგიის, ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიური მეთოდებით მიღებული შედეგების შეჯერებით.
ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს მაინიზირებელი და არამაიონიზირებელი რადიაციის გავლენა ბიოლოგიურ პროცესებზე.
გასული პერიოდი განმავლობაში, განყოფილებაში ჩატარდა არაერთი კვლევა, რომელიც დაიბეჭდა საერთაშორისო მაღალრეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, რომელიც თანდაყოლილ სივშია მოცემული.
განყოფილების პრიორიტეტული მიმართულებებია შემდეგი ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული ძვრების შესწავლა:
    რადონის მცირე დოზებით გამოწვეული ჰორმეზისი
    ელექტრომაგნიტური ველი
    მიკროტალღური რადიაცია
რაც შეეხება გავლენათა ცვლილებებს, საცდელ ცხოველებსა და მათ ნაშიერებში შევისწავლით:
    აგრესიას
    შფოთვას
    მეხსიერებას
    ცხოველების ემოციურ-მოტივაციურ ქცევებს
    ყურადღებასა და კონცენტრაციას
ჩვენს ლაბორატორიაში ვიკვლევთ აღნიშნული ცვლილებების პათოგენეზს როგორც ბიოქიმიური ანალიზატორების, ასევე ნეიროჰორმონული პრედიქტორების დონეზე: ბიოგენური ამინებისა, შემაკავებელი ნეირომედიატორების გაბა და გლიცინს ამინომჟავეების და აგზნებაში მონაწილე ამინომჟავეებს ასპატაგინისა და გლუტამინის მჟავას, ოქსიდაციური სტრესის რეაქციების, ანტიოქსიდაციური სისტემების, ნეიროჰორმონების (გრელინილი, აცეტილქოლინესთერაზას, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს,  და სხვა), რადიობიოლოგიის ლაბორატორიაში ტარდება ქცევის ფიზიოლოგიური ტესტები: ღია ველი, ჯვარედინი ლაბირინთი, ტრედმილი, 5 CSRTT (5  არჩევანის ტესტი), პასიური და აქტიური განრიდების რეაქციები, ორი საკვებურის ტესტი, ყურადღებისა და კონცენტრაციის ტესტი  და სხვა.
ლაბორატორიაში შეისწავლება გულის რითმის ვარიაბელობის ცვლილებები, ტარდება საკვლევი მასალის იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA –ს გამოყენებით).
მიმდინარე კვლევითი მიმართულებები:
2020 წლიდან ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება კვლევები შემდეგი მიმართულებებით:

    ელექტრომაგნიტური ველის მოქმედება მაკე ვირთაგვების პლაცენტარული ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე და მათი ნაშიერების ქცევასა და მეხსიერებაზე
    ახალგაზრდა და ზრდასრული ვირთაგვების ქცევაზე მიკროტალღური რადიაციის გავლენა
    რადიაციის სხვადასხვა დოზების გავლენა გულის რითმის ვარიაბელობაზე
    ბოლნისი-დმანისის რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების შესწავლა
    ბუნებით აგრესიული და არააგრესიული ცხოველს ნეიროქიმიური, (ბიოგენური ამინების, ნეირომედიატორული ამინომჟავეების და SH-ჯგუფების შრემცველი ნაერთების მეტაბოლიზმი),   ფიზიოლოგიური  თავისებურებების (ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების შესწავლა) და რადონის ჰორმეზისის გავლენა აგრესიულობის ნიველირებაზე.
    რადონის ჰორმეზისის გავლენა შფოთვით რეაქციებზე
    წყალტუბოს რადონიზირებული მინერალური წყლის (რადონიდს ჰორმეზისის) გავლენა კრუშინსკი-მოლოდკინას ხაზის ვირთაგვების ტონურ-კლონური კრუნჩხვების განვითარებაზე.

ადგილობრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, შესაძლებელია საფუძველი ჩაეყაროს მედიცინის დარგის სპა და ბალენეოთერაპიის უკვე ნევროლოგიური დაავადების სამკურნალოდ, რაც განავითარებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს კი თავის მხრივ  განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს რეგიონის სოციალურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და ტექნიკურ პროგრესზე..

საკვანძო სიტყვები (ხუთი სიტყვა): აგრესია, ეპილეფსია, რადონი, ემვ, ქცევა და მეხსიერება.

2000 წლიდან ლაბორატორიის მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

•    INHALATION THERAPY BY RADON FROM TSKHALTUBO REGION IN CLINICAL AND BIOCHEMICAL STUDIES IN PATIENTS WITH PERIODONTITIS -Georgian medical news; 2020 | journal-article; EID: 2-s2.0-85086624599; Part of ISBN: 15120112
•    COMPLEX STUDY OF BIOLOGICAL EFFECT OF TSKHALTUBO RADON WATER INHALATION - Georgian medical news, 2019 | journal-article;  EID: 2-s2.0-85074544772; Part of ISBN: 15120112
•    The impact of electromagnetic field on conditioned reflex memory; NeuroQuantology; 2018 | journal-article; DOI: 10.14704/nq.2018.16.11.1777; EID: 2-s2.0-85062915101; Part of ISBN: 13035150
•    New concept of study of oral hygiene assessment in patients with orthopaedic treatment - Series on Biomechanics; 2016 | journal-article; EID: 2-s2.0-85044177710; Part of ISBN: 13132458
•    THE LEVEL OF BENZ(A)PIREN IN TOBACCO SMOKE- Georgian medical news; 2016 | journal-article; EID: 2-s2.0-85016091030; Part of ISBN: 15120112
•    Influence of radiation on survivability, behavior and neurochemical correlates of rats - Georgian medical news; 2014 | journal-article; EID: 2-s2.0-84927171487; Part of ISBN: 15120112
•    Physical predictors, behavioural/emotional attributes and neurochemical determinants of dominant behavior - Biological Reviews; 2014 | journal-article; DOI: 10.1111/brv.12091; EID: 2-s2.0-84925257154; Part of ISBN: 1469185X 14647931
•    The effects of grape seed and coriander oil on biochemical parameters of oral fluid in patients with periodontitis - Georgian medical news; 2014 | journal-article; EID: 2-s2.0-84940105706; Part of ISBN: 15120112
•    Effect of combined pesticide lambda-cyhalothrin on hydrobionts - Bulletin of the Georgian National Academy of Sciences; 2013 | journal-article; EID: 2-s2.0-84877627373; Part of ISBN: 01321447
•    Aggressive behavior and radiosensitivity in rats - 'Radiatsionnaia biologiia, radioecologiia / Rossiǐskaia akademiia nauk; 2007 | journal-article; EID: 2-s2.0-38449088623; Part of ISBN: 08698031
•    Initial heart rate variability and radiosensitivity in rabbits - Radiatsionnaya Biologiya. Radioekologiya; 2005 | journal-article; EID: 2-s2.0-19544368327; Part of ISBN: 08698031
•     რადონის ჰორმეზისის გავლენა ეპილეფსიური ვირთაგვების ოქსიდაციური სტრესის პრედიქტორებზე. სამეცნიერო ნაშრომი. 2020 11 12. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი;
მიღებული გრანტები, საერთაშორისო კოლაბორაცია, მნიშვნელოვან კონფერენციებში მონაწილეობა, ჯილდოები:
•    2006-2009: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გრანტი ISTC . MMNTC-1294  გრანტი „მდინარე მტკვრის აუზის მდინარეების რადიაციული და ქიმიური დაბინძურების დონის შესწავლა, და რადიაციული და ჰიდროქიმიური მონიტორინგის სისტემის შექმნა“;
•    2011: საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწიდან და ჩენჩოდან ახალი ტექნოლოგიით ზეთის მიღება, მისი მამოდიფიცირებელი ეფექტების კომპლექსური შესწავლა ცოცხალ ორგანიზმზე და ნარჩენი პროდუქტის გამოყენება კოსმეტიკასა და სოფლის მეურნეობაში. გრანტის დამფინანსებელი თელავის უნივერსიტეტი.
•    2012-2015: თავის ტვინის ნეიროქიმიური მაჩვენებლები, როგორც ცხოველთა სოციალური იერარქიული რანგის პრედიქტორები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის; 31/17
•    2013: ეკო–ტოქსიკოლოგიური სტრესფაქტორების გავლენა მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; SC 13.
•    2020: გარემოს ჯანმრთელობის რისკების შეფასება ბოლნისი-დმანისის რეგიონში საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  FR-19-6906.

პატენტები:
•    2019: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი: საქმის ნომერი 1489/2. სასარგებლო მოდელი: ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება. N2014
•    2019: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი: საქმის ნომერი 14928/2. სასარგებლო მოდელი: მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება.


Pages: 1 2