მოკლე ბიოგრაფია
ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ლევან ციცქიშვილი არის პრეზიდენტი საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაციის "ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - კავკასია". პარალელურად ის მოღვაწეობს მთავარი მეცნიერთანამშრომლის თანამდებობაზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, აგრეთვე, იგი არის ექსპერიმენტულ ცხოველთა განყოფილების (ვივარიუმის) გამგე. მან 1988 – 1994 წლებში მიიღო ვეტერინარული განათლება ომსკის ვეტერინარულ და თბილისის ზოო- ვეტერინარულ ინსტიტუტებში. 1994 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. აღნიშნულ ცენტრში ის წლების მაძილზე ხელმძვანელობდა ლაბორატორიულ ცხოველთა განყოფილებას. მას 2004 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1994 - წლიდან იკვლევს სხვადასხვა გარემო ფაქტორების გავლენას ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე. მუშაობს კავკასიის რეგიონში გარემო ფაქტორების (მაიონიზირებელი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების, ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლების, ინფექციური და არაინფექციური დაავადებების) მაღალი რისკის ზონების გამოვლენაზე. იგი წარმატებით მონაწილეობდა SRNSF, WWF, WHO, ISTC და FAO – ს დაფინანსებით მიმდინარე პროექტში. აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი და პუბლიკაცია, გამოქვეყნებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში.
ინტერესთა სფერო:
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება (2020 – 2023 წწ.);
საქართველოს მაშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, რომლებიც ცხოვრობენ მომატებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების (ემგ)-ის ზემოქმედების ქვეშ, კვალიფიციური დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების შემუშავება.
რადიობიოლოგიის განყოფილების ბაზაზე მიმდინარე ს/კ პროექტები:
1. ISTC G-2312, (2017 – 2021). „Mycobacterium bovis infection in South Caucasus and its Health Burden“
2. SRNSF, FR-18-1391 (2018 – 2021).“Ehrlichia spp. - საქართველოში რეგიონალური გავრცელების და ჯანმრთელობის ტვირთის შეფასება”
სტატიები (ბოლო 3 წელი):
ციცქიშვილი ლევან, ყურაშვილი თენგიზ, მაკარაძე ლევან, სანაია ეკატერინე, სამადაშვილი ზაზა, გლუნჩაძე გაბრიელ. ქ. თბილისის მასშტაბით ძაღლებში Ehrlichia spp. რაიონული გავრცელების პირველადი ანალიზი. ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ISBN 978-9941-8-2247-6, თბილისი 2020. გვ. 38 – 41.
ყურაშვილი თენგიზ, ციცქიშვილი ლევან, სანაია ეკატერინე. Impact of climate change on the prevalence of leptospirosis in the environment კლიმატის ცვლილებების გავლენა ლეპტოსპიროზის გავრცელებაზე გარემოში. სამეცნიერო კონფერენცია, კლიმატის ცვლილება და საქართველოს აგრობიომრავალფეროვნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. თბილისი 2020. გვ. 98 – 101.
ლევან მაკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ლევან ციცქიშვილი, იური ბარათაშვილი, გაბრიელ გლუნჩაძე. „მაკრომორფოლოგიური ცვლილებები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის დროს“. საქართველოს სოფლის მეურნების აკადემია, შრომათა კრებული, ISBN 978-9941-8-1463-1, თბილისი 2019.
ბროშურა:
კორონავირუსული ინფექცია ცხოველებში (დაინტერესებული პირებისთვის). ყურაშვილი თენგიზ, ციცქიშვილი ლევან. „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. თბილისი 2020.