დარეჯან ხარაძე

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი

ბიოინფორმატიკის ლაბორატორია


მოკლე ბიოგრაფია

დარეჯან ხარაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1944 წლის 13 მაისს, გაიზარდა ქ.თბილისში მოსამსახურის ოჯახში. 1951 წელს წელს შევიდა ქ. თბილისის 42-ე საშუალო სკოლაში, რომელიც    წარმატებით  - ოქროს  მედლით დაამთავრა - 1961 წელს. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1966 წელს პირველი ხარისხის დიპლომით (სპეციალობით ორგანული ქიმია).   უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის როგორც საზოგადოებრივ, ასევე სამეცნიერო მუშაობაში. შემდგომში უნივერსიტეტის რეკომენდაციით  სწავლა და სამეცნიერო მუშაობა განაგრძო მოსკოვის ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის პერიოდში მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თერმომდგრადი, რადიოპროტექტორული თვისებების მქონე მაღალმოლეკულური ნაერთების სინთეზი და კვლევა  სხვადასხვა სტრუქტურის კარბორანული ბირთვების საფუძველზე  კოსმოსური ტექნოლოგიისათვის.  1971 წელს  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე.
1971 წლიდან დ.ხარაძე მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში,  ბიოფიზიკის განყოფილებაში. !986 წელს აღნიშნული განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც 2010 წლიდან გაერთიანდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში.  ივანე ბერიტაშვილის ცენტრში მოღვაწეობის პერიოდში მან თანამშრომლებთან ერთად განავითარა  ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსების უნარის მქონე  მაკრომოლეკულების სინთეზის მეთოდები, მიიღო  და შეისწავლა სხვადასხვა სტრუქტურის ბიოსამედიცინო მასალები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. აღნიშნული მასალები ამჟამად ძლიერ  აქტუალურია და მათზე დიდი მოთხოვნაა მედიცინის სხვსდსხვა  სფეროში - ქირურგიული და ორთოპედიული მასალების, სამკურნალო პრეპარატების კონტროლირებადი მიწოდების სისტემებისათვის. რეგენერაციული მედიცინისათვის და სხვ.
1998 წელს ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე დ.ხარაძემ დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რამოდენიმე მონოგრაფია, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციაში.

სამეცნიერო ინტერესები

დ.ხარაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო ძირითადად მოიცავს ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების სინთეზისა და კვლევის საკითხებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მედიცინაში მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალი  ბიომასალები,  თვისებების უნიკალური  კომპლექსით, რომელთა შორისაც ამჟამად  განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ბიოშეთავსებადი, ბიოდეგრადირებადი მასალები ბუნებრივი -ამინომჟავების საფუძველზე.   ამინომჟავების მრავალფეროვნება  მათ საფუძველზე უნიკალური თვისებების  ბიომასალების სინთეზის შესაძლებლობას იძლევა.
ბიოსამედიცინო დანიშნულების ნაერთების მიღების მიზნით დ.ხარაძისა და თანამშრომლების მიერ  შემუშავებულ იქნა აღნიშნული ნაერთების სინთეზის მეთოდები  ე.წ. „გააქტიურებული პოლიკონდენსაცია“, რადგან სინთეზის არსებული მეთოდები გამოსადეგი არ აღმოჩნდა მაღალი სისუფთავის ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების მისაღებად. გააქტიურებული პოლიკონდენსაციის მეთოდის გამოყენებით, რომლის გაუმჯობესება და გაფართოება  დღესაც გრძელდება, ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე მიღებულ იქნა ბიოსამედიცინო მასალების დიდი ბიბლიოთეკა, თვისებების მრავალფეროვანი კომპლექსით, რომელთა ბიოდეგრადაციის სიჩქარის რეგულირება ფართო ზღვრებშია შესაძლებელი. მრავალი მათგანი დანერგილია პრაქტიკაში, ნაწილი კი გამოცდას გადის ბიომედიცინის სხვადასხვა სფეროში.
აღნიშნული მასალების გამოყენების სფერო  მოიცავს ქირურგიულ  მასალებს, მათ შორის რბილ სახვევ მასალებს დამწვრობების, ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ,  ფოროვან სკაფოლდებს, რეგულირებადი ზომის ფორებით, უჯრედების კლონირებისათვის, დეგრადირებად კონსტრუქციებს რეგენერაციული მედიცინისა და ორთოპედიისათვის, კორონარული სტენტის საფარ მასალებს, მიკრო და ნანონაწილაკებს სამკურნალო პრეპარატების კონტროლირებადი, მიზანმიმართული მიწოდების სისტემებისათვის, ელექტროდართულ ნანობოჭკოებს ბაქტერიოფაგების კაფსულირებისათვის  და სხვ.

Google Scholar Citations index -559;
h-index – 10;
i10-index -10;

კონფერენციებში მონაწილეობა:

6th Internat. Conference “ Polymers in medicine and Surgery” Leeuwenhorst, Holland, 1989.
XII Internationales Mikrosymposium “Polykondensation” Schwerin, DDR, 1989.
34th IUPAC International Symposium on Macromolecules, Prague, Czechoslovakia, 1992 .
1st German-Russia Joint Symposium on Polymers. Moscow, Russia, 1993,
1st Internat. Symp. on  polymers and Advanced materials, ICSP&AM 1. Iv.Javakhishvili Tbilisi State University, 11-14  September, Tbilisi, Georgia. 2007,
World Forum POLYCHAR-16, Lucknow, India, 2008.
World Forum Polychar-17, Ruen, France, 2009.
Symposium in organic chemistry, October, Sighnaghi, Georgia. 2009,
10th IUPAC International Conference on Advanced Polymers via Macromolecular Engineering. Durham University, UK. 2013.
4th International Caucasian Symposium on polymers and advanced materials. ICSP-AM4, Batumi, Georgia, 1-4 July, 2015.
International Coference the 1st “Beritashvili talks”, Neurophysiological Functions and their Disorders- interdisciplinary studies.25-27 June, Tbilisi. 2018.
Polychar 26. Wold forum on Advanced Materials. Tbilisi, 10-13 September. 2018.

პროექტებში მონაწილეობა:

1994  - Individual grant of International Science Foundation (J. Soros) USA.
1994  - One year research grant of International Science Foundation (J. Soros) USA –
No RVF-000;
1995 - One year Joint Research Grant of  International Science Foundation (J. Soros) USA and the Government of Georgia No RVF-200;
1996 - Two-year scientific research grant No G2-116, CRDF  (USA)
2000 - Grant of the Georgian Academy of Sciences # 14.14;
2000 - Two-year scientific research  Grant of International Science and Technology
Center (ISTC) Grant # G-446:
2002 -  Grant of the Georgian Academy of Sciences # 14.15.02;
2004 - Grant of the Georgian Academy of Sciences  # 14.16.04 ;
2008-2009 – # GNSF/ST-07/4182.
 
რჩეული პუბლიკაციები:

1. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.M.Avalishvili, M.M.Zaalishvili. Synthesis of polyamides from bis-pentafluorophenyl esters of dicarbonic acids and diamines.Makromol.Chem. Rapid Comm. 5,585-591 (1984).
2. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, N.Sh.Japaridze, L.M.Avalishvili, T.N.Omiadze, M.M.Zaalishvili. Heterochain polymers based on natural amino acids. Synthesis of polyamides on the base of N,N- bis-trimethylsilyl lysine alkyl esters. Makromol.Chem. 186, 939-954 (1985).
3. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.I. Kirmelashvili, M.M.Zaalishvili. Heterochain polymers based on natural -amino acids. Bis-oxazolinone method of the synthesis of polyamides containing enzymatically cleavable bonds in the main chains. Acta Polymerica, 36, 29-38 (1985).
4. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.M.Avalishvili. Synthesis of high-molecular-weight polysuccinamides by polycondesation of active succinates with diamines. Makromol.Chem. 187, 2053-2062 (1986).
5. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, T.M.Bendiashvili, Ya.G.Urman, I.Ya.Slonim, S.G.Alekseeva, P.Cefelin, V.Janout. Synthesis of polyamides by active polycondensation. The structural and kinetical aspects of active esters aminolysis reactions. Acta Polymerica, 39,523-533 (1988).
6. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, P.L.Toidze, T.N.Omiadze, N.N.Japaridze, M.K.Pirskalava. Some physicochemical properties of biocompatible and biodegradable heterochain polymers based on L-lysine ethyl ester. Acta Polymerica, 42,95-99 (1991).
7. D.Katsarava, D.P.Kharadze. Heterocyclic bifunctional monomers in polymer synthesis. Russian Chem.Rev. British Library, 61, 87-104 (1992).
8. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.Kirmelashvili, N.Medzmariashvili, Ts.Goguadze, G.Tsitlanadze. Polyamides from 2,2’-p-phenilene-bis(∆ 2-5-oxazoline)s and N,N’- bistrimethylsilylated diamines. Synthesis of polyamides containing dipeptide links in the main chains. Makromol.Chem. 194 (1), 143-150 (1993).
9. D.P.Kharadze, T.N.Omiadze, G.V.Tsitlanadze, Ts..A. Goguadze, N.M.Arabuli, Z.D.Gomurashvili, R.D.Katsarava. New Biodrgradable polymers derived from[N,N’]diacyl-bisphenylalanine. Polymer Science. 36, (9), 1214-1218 (1994).
10.Arabuli, G.Tsitlanadze, L.Edilashvili, D.Kharadze, Ts.Goguadze, V.Beridze, Z.Gomurashvili, R.Katsarava. Heterochain polymers based on natural a-amino acids. Synthesis and enzymatic hydrolysis of regular poly(ester amide)s based on bis(L-phenylalanine)  – alkylene diesters and adipic acid. Macromol. Chem. Phys., 195, 2279- 2289 (1994).
11. Katsarava, V.Beridze, N.Arabuli, D.Kharadze, C.C.Chu, C.Y.Won. Amino acid based bioanalogous polymers. Synthesis and study of regular poly(ester amide)s based on bis(- amino acid) – alkylene diesters and aliphatic dicarboxylic acids. J.Polym.Sci.: Part A:Polym.Chem. 37, .391-407 (1999).
12. D.Kharadze, L.Kirmelashvili, N.Medzmariashvili, V.beridze. G.Tsitlanadze, D.Tughushi, C.C.Chu, R.Katsarava, Synthesis and -chymotrypsinolysis of regular poly(ester amides)s based on phenylalanine, diols and terephthalic acid. Polymer Sci. (Russia), Ser.A., 41, 883- 890 (1999).
13 T.Zaalishvili, D.Kharadze, T.Khostaria, N.Arabuli, K.Kolkhidashvili, K.Kutalia, T.Omiadze, L.Kirmelashvili, L.Edilashvili, G.Zaalishvili, Z.Tsetskhladze. Design of indole derivatives and studing their inhibitory ability of poly(ADP-ribosyl)ation reaction. Bull. Georg. Acad. Sci., 172, (2), 314-316 (2005).
14 G.Jokhadze, N.Nepharidze, M.Machaidze, D.Kharadze, R.Katsarava. In vitro biodegradation of copoly(esteramide)s, containing benzyl and long alkyl chain esters of L-lysine. Georgia Chemical Journal, 397-401 (2006).
15. R. Katsarava, D.Kharadze, G.Jokhadze, N.Nepharidze, “Functional polymers and their applications in research, technologies and biomedicine” (Monograph In Georgian), Technical University Publisher, Tbilisi, 2009, 167 p.
16. E. Chkhaidze, D. Tugushi, D. Kharadze, Z. Gomurashvili, C.-C. Chu, R. Katsarava. New unsaturated biodegradable poly(ester amide)s composed of fumaric acid, L-leucine and -alkylene diols. J.Macromol.Sci., P. A, Pure & Appl. Chem. 48(7), 1-12 (2011).
17. D.Kharadze, T Memanishvili, K. Mamulashvili, T.Omiadze, L.Kirmelashvili, Z.Lomtatidze, R.Katsarava. In vitro antimicrobial activity study of some new arginine based biodegradable poly(ester urethane)s and poly(ester urea)s. J.Chem.Chem.Eng. 9, 524-532 (2015).
18.E. Chkhaidze,  D. Kharadze, N. Nepharidze. “Polymers containing unsaturated bonds, their synthesis, properties and use”. (Monograph In Georgian), Technical University Publisher, Tbilisi, 2017, 65 p.
19. D. Kharadze, T. Memanishvili, K. Mamulashvili, T. Omiadze, L. Kirmelashvili, Z. Lomtatidze. Amino acid-based biodegradable polycathions with antimicrobial activity, Bulletin of the Georgian National Academy of Science, 11, #3, 132-138 (2017).
20. E.Chkhaidze, N. Nepharidze, D.Kharadze. Unsaturated Bond-containing Heterochain Polymers for Biomedical use.  Physical Chemistry for Engineering and Applied Sciences. Theoretical and Methodological Implication. Editors: A.K. Haghi, Cristóbal Noé Aguilar, Sabu Thomas, Praveen K. M. Part II: Polymer Science and Engineering (2018). chapter 6. P.30.  Apple Academic Press, Inc. Waretown, New Jersey 08758 USA
21. E. Chkhaidze, D. Kharadze.Synthesis of  Unsaturated Biodegradable Poly(ester amide)s and  Study of Their Thermal and Mechanical Properties; Journal of  Applied Chemistry and Chemical Engineering, Part I: Polymer Chemistry and Technology, v.4, 2018, p.14.
22.  S. Kobauri, G. Otinashvili, T. Kantaria, D. Tugushi, D. Kharadze, N. Kutsiava, J. Puiggali, R. Katsarava. New amino acid based biodegradable poly(ester amide)s via bis-azlactone chemistry. Journal of Macromolecular Science, Pert A., Pure and Applied Chemistry. doi.org/10.1080/ 10601325. 2018.1513776.
23. D. Kharadze, L. Kirmelashvili,T.Omiadze, S. Kobauri, R.Katsarava. Synthesis of the polyamide and poly(ester amide) on the basis of 2,2’-p-phenylene-bis-[4,4-dimethyl-5(4H)-oxazolinone]. In; Systemic, cellular and Molecular Machanisms of Physiological Functions and their Disorders. Editor: N.P.Mitagvaria and N.G.Nachkebia; ISBN : 978-1-53614-395-9; 2018; Chapter 11, p. 127-135. Nova Science Publishers, Inc.
24. D. Kharadze, T. Omiadze, L.Kirmelashvili, R.Katsarava. Artificial polymers made of  α -amino acids – biomimetics of proteins. Proc. Georgian Nat. Acade. Sci. Biomed. Series, 46 (5-6) 357-369 (2020);
25. D. Kharadze,  T. Omiadze,  L. Kirmelashvili,  R. Katsarava. Biomimetics made of α-amino acids for biomedical use. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders, ISBN: 978-1-68507-113-4. Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine - 2021" Third Book. Editors: N. Nachkebia and N. P. Mitagvaria © 2021, Chapter 7,   p.101-138,  Nova Science Publishers.