მოკლე ბიოგრაფია
1986 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ქეთაგუროვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის მაგისტრის დიპლომის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ტექნიკური ლიტერატურის სამეცნიერო თარგმნის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, რუსუდან სუჯაშვილმა დაიცავა სადოქტორო დისერტაციას - უჯრედული და განვითარების ბიოლოგიის სფეროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად დოქტორი / პროფესორი რუსუდან სუჯაშვილი არის ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი.
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოიცავს ოცდახუთი წელზე მეტ მუშაობის გამოცდილების, სამედიცინო ბიოფიზიკისა და ბიოქიმიის ლექტორად ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.
რუსუდან სუჯაშვილი აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ლაბორატორიისა და ლაბორატორიის პერსონალის მენეჯმენტში. 2006 წელს მან დააარსა ცალკე მიმართულება ბიოფიზიკის დეპარტამენტში, რომელიც მიეძღვნა ასოციერებული კიბოსთან უბიკვიტილირების პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას.
რუსუდან სუჯაშვილი არის სპეციალისტი ცილების ფერმენტული აქტივობის კინეტიკური შესწავლის, ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის ინჰიბიტორული მოქმედების უჯრედების პროლიფერაციულ აქტივობაზე, უბიკვიტილაციის პრობლემების ანალიზის, ავთვისებიანი და იმუნოლოგიური დარღვევების შესწავლის. მისი სამეცნიერო პროდუქტიულობა მოიცავს ოცდაექვს პუბლიკაციას და მონაწილეობას ოცდარვა სამეცნიერო კონფერენციაში.
რუსუდან სუჯაშვილი არის კლინიკური ჰემოროლოგიისა და მიკროცირკულაციის ევროპული საზოგადოების (ESCHM) წევრი, საქართველოს რეოლოგთა საზოგადოების წევრი, სამეცნიერო ჟურნალების: ჯანმრთელობა ცხოვრებაში, სამხრეთ კავკასიის სამედიცინო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის, შავი ზღვის აკადემიური კვლევების სამეცნიერო ჟურნალის, ციტოლოგიისა და ჰისტოლოგიის ჟურნალის და ენდოკრინოლოგიისა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევის ჟურნალის რედაქციის წევრი.
სამეცნიერო ინტერესები
უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფი ფოკუსირებულია უჯრედული ბიოფიზიკის, ექსპერიმენტული ონკოლოგიის და ბიოსამედიცინო მიმართულებების ტრანსლაციურ კვლევაზე. ამ მიზნით უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფი იკვლევს უჯრედის, მაიონიზებელი რადიაციის და ქიმიოპრევენციული საშუალებების მიმართ, რეზისტენტობის ფორმირებაში უბიკვიტინის-UB და მემბრანული რეცეპტორის - CXCR4 როლს იმუნოლოგიური, ბიოფიზიკური და ბიოქიმიური მეთოდებით.
ექსტრაუჯრედულ უბიკვიტინი მონაწილეობს დიფერენციაციის, მომწიფების და აპოპტოზის განვითარების პროცესებში. ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს სიმსივნის ჩამოყალიბების პროცესებში გასარკვევად და განიხილება, როგორც დაავადებათა ბიომარკერი, რადგან მრავალი დაავადება ასოცირდება უბიკვიტინის დონის ზრდასთან უჯრედგარე არეში. უჯრედის, მაიონიზებელი რადიაციის და ქიმიოპრევენციული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის ფორმირებაში უბიკვიტინის როლის შესწავლა გულისხმობს იმ მოლეკულური მექანიზმების გარკვევას, რომელსაც იყენებს ექსტრაუჯრედული უბიკვიტინი უჯრედული ციკლის რეგულაციისათვის.
CXCRL12 CAFs უჯრედების გააქტიურების გზით ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის ზრდას, ანგიოგენეზსა და მეტასტაზების გავრცელებას. CXCRL12 და ცილა უბიკვიტინ საერთო რეცეპტორის CXCR4 საშუალებით ააქტივებენ ერთსადაიმავე მეტაბოლურ გზებს. აღნიშნული ცილები მონაწილეობენ სიმსივნური უჯრედის ქიმიო და რადიოთერაპიის მიმართ რეზისტენტობის განვითარებასა და მეტასტაზების გავრცელების პროცესში. საინტერესოა არის თუ არა ეს ორი ლიგანდი ერთმანეთის კონკურენტული. თუ არის, რა პირობებში. ასევე, საინტერესოა მათი ქცევის სპეციფიკურობის გარკვევა ჯანმრთელ და დაავადებულ უჯრედში. ჩვენი კვლევის მიზანი არის აღნიშნული ცილების შესაძლო თერაპიული და დიაგნოსტიკური პოტენციალის გამოვლენა.
სიმსივნური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნისტიკის ახალი მეთოდების განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია უჯრედული პროცესების მოლეკულური მექანიზმების ღრმად გარკვევა. სიმსივნის მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მეტასტაზების გავრცელების გააქტიურება რაც, როგორც წესი მოსდევს ქიმიური, რადიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით მკურნალობას. ამ პროცესების სტიმულირებაში ჩართული მეტაბოლური გზების კვლევა მათი მართვის მექანიზმების შემუშავების შესაძლებლობას ქმნის.
პუბლიკაციები:
1. G. Javakhishvili, A. Melia, I. Avaliani, R.Sujashvili , Acute coronary syndrome definition, pathogenesis and modern diagnostic methods, Proc.Georgian Nat. Acad. Sci.,Biomed. Series, 2020,vol.46, N5-6. ISSN-0321-1665.
2. Ioramashvili, R.Sujashvili, Involvement of Ubiquitin – 26S Proteasome System in Regulation of Obesity, Proc.Georgian Nat. Acad. Sci.,Biomed. Series, 2020,vol.46, N5-6. ISSN-0321-1665.Sujashvili R., Ioramashvili I., Mazmishvili K., Tsitsilashvili S., Gamkrelidze M., Moderation of quantitative changes of regenerating erythropoietic cells by extracellular ubiquitin, Georgian Medical News, 2020, Jul-Aug; (292-293):87-92;
3. R.Sujashvili, I.Ioramashvili, N.Gvinadze, K.Aptsiauri, N.Ivanishvili, K.Mazmishvili, “Changes of serum ubiquitin levels along with development of thrombocytopenia in irradiated mice”, Digest of Beritashvili Center of Biomedicine, ISBN:978-9941-8-1339-9, 2019, 227-233;
4. Sujashvili R., Advantages of Extracellular ubiquitin in Modulation of Immune Responses, Hindawi Publishing Corporation, Mediators of Inflammation, Vol. 2016, Article ID 4190390, 6 pages, http://dx.doi.org/10.1155/2016/4190390, www.hindawi.com/journals/mi/contents/ , open excess, 2016
5. Sujashvili R., Ioramashvili I., Aptsiauri K., Gvinadze N., Regulation of Leucogenesis by Extracellular Ubiquitin in Rodents after Chemically Induced Inhibition, J. Cytology and Genetics, Ukr. Kiev, Springer, Allerton Press, Inc., Vol. 50, No. 5, 2016, pp. 334–338
6. Sujashvili R., Ioramashvili I., Ubiquitin Proteasome System in Norm and Pathology and Therapeutic Potential of Extracellular Ubiquitin. Book Title: Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine ¬ 2015), Nova Publishers, New-York, Book ID: _8964_ , Chapter ID: _39025, 2015, pp. 229-239
7. Sujashvili R., Extracellular Ubiquitin: New Potential Therapeutics for Hematological Diseases, J. Molecular Histology and Medical Physiology, Vol. 2015, 1:1, http://dx.doi.org/10.4172/JMHMP.1000102, open excess, 2015
8. Gabunia T., Turabelidze-Robaqidze S., Sujashvili R., Ioramashvili I., Gogebashvili N., Sanikidze T. alterations of RBC membrane proteins in diabetic patients with and without periodontitis, Georgian Medical News, 11 (248) 2015, 39-45;
9. Pruidze N., Khetsuriani R., Sujashvili R., ioramashvili I., Arabuli M., Sanikidze T., Alterations of Properties of Red Blood Cells Membrane Proteins of Different Age and Sex Volunteers, Georgian Medical News, N7-8 (244-245), 2015, 110-115;
10. Sujashvili R. , Ioramashvili I., Gvinadze N., Aptsiauri K., Inhibition of proliferative activity of bone marrow cells by extracellular ubiquitin, Georgian National Academy of Sciences, Biomedical Series, 2015 September-December, N5-6 40, 265-269;
11. Sujashvili R., Bakuradze E., I. Modebadze, D. Dekanoidze, Ubiquitin in Combination with Alcohol Stimulates Proliferative Activity of Hepatocytes, Georgian Medical News, Tbilisi-New-York, 2013 October, N10(223), pp. 86-90;
12. Sujashvili R., Bakuradze E., I.Modebadze, D.dekanoidze, In vivo Introduced Extracellular Ubiquitin Regulates Intracellular Processes, International Journal of Biological and Life Sciences, Zurich, Switzerland, 2012, V.61:326-329;
13. Sujashvili R., Bakuradze E., I. Modebadze, D. Dekanoidze, I. Qirikashvili, "In vivo Investigation of extracellular ubiquitin effect on liver histoarchitectonics", GMN, Tbilisi-New-York, 2011, February, N2(191), pp.72-76 .
14. Sujashvili R., “The role of ubiquitin-26S proteasome system in aetiology of human diseases”, J. Science and Technologies, Tbilisi, N 10-12, 2008, 22-26.
15. Sujashvili R., “Ubiquitin-26S Proteasome System. New Therapeutic Implications”, GMN, Tbilisi-New York, N7-8 (160-161), 2008, 48-51.
16. Sujashvili R., Makharadze M., “ATP-dependent protein degradation in ubiquitin-26-S proteasome system”, J. Science and Technologies, Tbilisi, N 7-9, 2008, 35-38.
17. Shushanian M., Sujashvili R., Tabuashvili E., Makharadze M., Getashvili G., Khoshtaryia D.,"Kinetic and thermodynamic, manifestation of thermal induced molten-globule-like state of ά-chymotrypsin", J. Biol. Phys. and Chem., Basel-Tbilisi, v.6, N2, 2006, 51-55.
18. Tabuashvili E., Getashvili G., Makharadze M., Tsulukidze L., Sujashvili R., Khoshtariya D.E.,"Calorimetric studies on thermal denaturation of salmon sperm DNA in aqueous solution of urea and guanidinum chloride." J. Biol. Phys. and Chem., Basel-Tbilisi, v.6, N1, 2006, 25-29.
19. Khoshtariya D.E., Shushanian M., Sujashvili R., Dolidze T, "Dynamic and stochastic patterns of enzyme action. A key to interpretation of "normal" and "small" solvent kinetic isotope effects". J. Biol. Phys. and Chem., Basel-Tbilisi, v.5, 2005, 103-110.
20. Khoshtariya D.E., Shushanian M., Sujashvili R. Makharadze m., Tabuashvili E., Getashvili G., "Enzymatic activity of ά-chymotripsin in the molten-globule-like state", J. Biol. Phys. and Chem., Basel-Tbilisi, v.3, N1, 2003, 2-10.
21. Gogorishvili J., Goginashvili P., Sujashvili R., Academician Zaalishvili M., "Heparin interaction with actomyosin-like proteins of liver", Bull.Georg.Acad.Sci, 162, N2, 2000, 351-353.
22. Sujashvili R. " Investigation of non-muscle motility", Dissertation Thesis, Tbilisi, 1999;
23. Gogorishvili J., Sujashvili R., Academician Zaalishvili M., "Some of the physicochemical properties of proteins extracted from the kidney by 0.5M KCI solution", Bull. Georg. Acad. Sci. 157, N3, 1998, 489-492.
24. Gogorishvili J., Sujashvili R., Academician Zaalaishvili M., Gachechiladze N., "On myosin and actomyosin-like proteins of liver", Bull. Georg. Acad. Sci, 157, N2, 1998, 101-104.
25. Sujashvili R., Simonidze M., Kuridze K., Shraibman F., “Influence of Alpha-actinin on Stoichiometry of Actin and Myosin Interaction”, Bull. Georg. Acad. Sci, 134,2,1989, 98-102