მიხეილ გოგებაშვილი

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

მიხეილ გოგებაშვილი-ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს: 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 3 პატენტი, 4 მონოგრაფია და  მცენარეთა კულტურალური ქსოვილების ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ნაშრომთა ძირითადი ნაწილი ეძღვნება რადიაციული ეფექტებისა და სხვადასხვა ბიოლოგიურ ობიექტებზე მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედების კვლევას. 40-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა თანამდებობრივი საფეხური-დაწყებული რადიაციული დანადგარების ლაბორანტიდან, დამთავრებული რადიობიოლოგიისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგით. ამჟამად არის ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ზოგადი რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სერთიფიკატები: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  რადიაციული უსაფრთხოების ექსპერტის; აგრეთვე, სერთიფიკატი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IAEA-ICARDA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 2007-2011 წწ. იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროგრამის (RER5013) ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით  განხორციელდა მთელი რიგი სამეცნიერო პროგრამები, ცენტრალური ევროპის სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო  ცენტრებში მომზადდა ათამდე კვალიფიციური სპეციალისტი, რომლებსაც ამჟამად მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ საქართველოს სასწავლო, სამეცნიერო და საჯარო დაწესებულებებში.   მიხეილ გოგებაშვილი, წლების განმავლობაში, სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში  ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას,  რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის მიმართულებით. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი.

 
სამეცნიერო ინტერესის სფეროები/კვლევითი ინტერესები

1. ექსტრემალურ პირობებში პოლიფუნქციური მოქმედების ფიტოექსტრაქტების    გამოყენების შესაძლებლობების კვლევა რადიაციული დაზიანების რისკების შემცირების მიზნით;
2. ცხოველურ ორგანიზმებში რადიონუკლიდების შეღწევისას ორგანოებისა და ქსოვილების რადიოტევადობის დადგენა  ცეზიუმის იზოტოპით მოდელირების გზით;
3. კომპლექსური რადიაციული ზემოქმედებისას ცხოველთა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰისტოლოგიური კვლევა;
4.მაღალი რადიაციული ფონის პირობებში ფიტოპრეპარატების გამოყენებისას ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნის პარამეტრების განსაზღვრა და დინამიური მოდელის შექმნა;
5.საქართველოს ეკოსისტემების რადიაციული უსაფრთხოების პრობლემების ზუსტი პროგნოზირება, აგროეკოსისტემების კომპონენტებსა და ადამიანის საკვებად გამოსაყენებელ პროდუქციაში რადიონუკლიდების მიგრაციისა და აკუმულაციის მექანიზმების კვლევა, ეკოსისტემების ცალკეულ კომპონენტებში დოზური დატვირთვის დადგენა და ა.შ.
6. რადიობიოლოგიური ეფექტების მოდელირება მცენარეული ტესტ-სისტემების გამოყენებით;  მცენარეული ტესტ-სისტემების გამოყენების ეფექტურობა ისეთი რადიობიოლოგიური პროცესების კვლევის მიზნით, როგორიცაა: რადიაციული დაზიანების უჯრედულ გენერაციებში გადაცემა, სომატური ემბრიოგენეზის გამოვლენის კანონზომიერებანი და მეორეული მეტაბოლიზმის ცალკეული რგოლების რადიორეზისტენტობა.  
7. ღეროვანი უჯრედების ციტოდიფერენცირების პროცესის რეგულაციის შესაძლებლობების კვლევა; საკმარისად არ არის შესწავლილი ღეროვანი უჯრედების ორგანიზმის დონემდე  სრული განახლების საკითხები, რის გამოც აქტუალური ხდება ადეკვატური მოდელების მოძიება სხვადასხვა ეუკარიოტული ორგანიზმების გამოყენების საფუძველზე. აღნიშნულთან მიმართებაში შედარებით წარმატებულია მცენარეული ღეროვანი უჯრედების in vitro კულტივირების მეთოდი. ამ ბიომოდელის დახმარებით შესაძლებელია საკვლევი ორგანიზმების გენეტიკური პროგრამის მთელი ციკლის რეალიზაცია (ტოტიპოტენტობა).


პუბლიკაციები:

1.L.I.Nadareishvili,Sh.Sh.Gvatua,Yu.M.Blagidze,M.E.Gogebashvili,N.I.Ivahishvili,N.S.Topuridze,I.Ya.Pavlenishvili, L.K.Sharashidze,K.G.Japaridze,N.G.Lekishvili.  Change of some optical properties in polymeric transparent films and formation of the GRIN (Gradient Refractive Index)-Media under action of Gamma-radiation. Russian polymer news.New-York -Vol.7, No.3,2002, pp.32-37.
2.    M.Gogebashvili,  N.Ivanishvili, L.Pkhaladze, E.Popiashvili, N.Popiashvili. Dynamics of changes of the sizes of calluses cells at a gamma-irradiation of plant tissues culture. saqarTvelos mecnierebaTa akademiis moambe, 168, #3, 2003, gv.559-561.
3.    Гогебашвили М.Э., Пхаладзе Л.К., Булах А.А., Земшман А.Я., Иванишвили Н.И. Радиационная активация тканей при трансплантации виноградной лозы. Издательство «Мидипринт интернешнл» Тбилиси-Киев-Кишинев. 2009, 148с.
4.    Salukvadze E.D.,Gogebashvili M.E.,Ivanishvili N.I. The Impact of Antropogenetic Pollution on Stability of Ladscapes Under Extreme Environmental Conditions.“Geografical Problems of Securing of Ecological Savety of the Natural Econoimic Systems”, Vol.XIV, Azerbaijan, Baku, 2009, p79-84.
5.    Gogebashvili M.E., Ivanishvili N.I. Radiation methods for activating post grafting neogenesis in perennial plants. Conservation and sustainable use of biodiversity of fruit crops and wild fruit species. Bioversity International (Bioversity International is the operating name of the international Plant Genetic Resourses instute - IPGRI) Rome, Italy, 2012, p.198-200; 203-205.
6.       M. Burjanadze, M. Gogebashvili, N. Ivanishvili, T. Abramishvili. Radiobiological methods for screening of resistant streins of Beauveria bassiana. Annals of agrarian science, 2014, vol. 12, no.3, pp.66-70.
7.     N. Ivanishvili, M. Gogebashvili. Radiation method for modelling the immune responses to phytopathogenic microorganisms in plant tissues. Mutagenesis: exploring novel genes and pathways, Wageningen Academic Publishers The Netherlands, 2014, pp.197-201.
8.    G. Avkophashvili, M. Avkophashvili, A. Gongadze, N.Ivanishvili, M. Gogebashvili. Eco-monitoring of pollution in Bolnisi region with heavy contaminated metals by Geo-informational systems. Chemical Journal, vol.15 (1), Georgia, 2015, pp. 125-128.
9.    M. Gogebashvili, N. Ivanishvili, E. Salukvadze. The influence of radiation and high temperature on the change of phytocenoses stability. Proceedings of the Georgian University,-Tbilisi, 2015, vol. II, pp. 228-232.
10.    N.I. Ivanishvili, M.E. Gogebashvili, N.Z. Gvritishvili, Gamma-radiation effect on the parameters of the population recovery of plants. Annals of Agrarian Science (Elsevier), Volume 14, Issue 4, 2016, Pages 319–322.
11.    M. E. Gogebashvili, N. I. IvaniShvili and K. D. Dzagoeva. Induction of Somatik Embriogeneses by Radiation Using a Biomodel. In: Systemic, Cellular and Molecular Mechanisms … ISBN: 978-1-53614-395-9 Editors: N. P. Mitagvaria and N. G. Nachkebia © 2018 Nova Science Publishers, Inc. Chapter 7. Pp. 81-88.
12.    J.Monaselidze, E. Gelagutashvili, N. Bagdavadze, A. Gongadze, M. Gogebashvili, N. Ivanishvili, M. Gorgoshidze-Effect of Gamma-Irradiation on Stability of Cianobacteria Spirulina platensis Intact Cells. J. Pharm. Appl. Chem., 5, No.2, 75-80 (2019).
13.    E. Shekiladze, E. Lomadze, S. Japaridze, M. Enukidze, M.Machavariani, I. Chkhikvishvili, T. Gabunia, M. Gogebashvili, N. Ivanishvili, G. Ormosadze, T. Sanikidze. Radioprotectivy Properties of Citrus Polymethoxylated Flavonoids in MDCK Cells. Experimental & Clinical Medicine, #5, 2019, pp. 100-102.
14.    M.E. Gogebashvili, N.I. Ivanishvili, S.A. Kiparoidze, A.E. Kontselidze-Radiobiological Method of Studying Sustainability of Grafted Grape Georgian Varieties towards Extreme Factors. Annals of Agrarian Science 18 (2020) 77-83.
15.    Gogebashvili M.E., Gongadze A.D., Tulashvili E.V., Ivanishvili N.I., Osidze I.G., Kiparoidze S.A.-Reducing the Depth Migration of Radionuclides by Incorporation Organic and Inorganic Components into the Soil. Annals of Agrarian Science, volume 18, number 2, June 2020, 201-205.
16.    E.  Gelagutashvili, N.Bagdavadze, A.Gongadze, M.Gogebashvili, N.Ivanishvili. Effect of Ag(I), Ni(II), Zn(II) ions on Irradiated Spirulina platensis,,  e.prints:  arXiv:2102.02007 [physics.bio-ph],Cornell University,2021
17.    S. Kalmakhelidze, T. Sanikidze, D. Topuria, I. Chkhikvishvili, E. Shekiladze, N. Ivanishvili, M. Gogebashvili, E. Lomadze, G. Ormotsadze . High-sensitive Biomarkers of Blood Antiradical Activity in Mice Exposed to ƴ–irradiation, International  Journal of Innovative Research in Medical Sciense (IJIRMS), Volume 06, Issue 03, March 2021, pp.197-200, https://doi.org/10.23958/ijirms/vol06-i03/1088
18.    Gongadze A.D., Ivanishvili N.I., Gogebashvili M.E., Osidze I.G., Kipariodze S.A. Distribution of radiocesium among the organs of weeds plants, Radiobiology and Radiation safety,Vol.1, N1. 2021, p.22-26.
19.    Grebenchuk H.S., Gogebashvili M.E., Nadareishvili D.K., Ivanishvili N.I. - The role of lead 210Pb in the manifestations of the effects of radon exposure on living organisms: a conceptual analysis. Radiobiology and Radiation safety, 2021,Vol.1, N1. 27-34.
20.    Gogebashvili M.E., Ivanishvili N. I., Kiparoidze S. D., Kontselidze A. E. - The action of biologically active additives on the formation of distant radiobiological effects, Radiobiology and Radiation safety, 2021,Vol.1, N1. 41-44.
21.    Kontselidze A.E., Ivanishvili N.I., Gogebashvili M.E.- Impact of heavy metals on the plant’s postradiation recovery process, Radiobiology and Radiation safety, 2021,Vol.1, N1. 51-56.
22.    Kalmakhelidze S.L.,Museridze D.P., Sanikidze T.V., Gogebashvili M.E.,Tophuria D.M.,Ivanishvili N.I. Ormotsadze G.L.- Study of cognitive parameters in post radiation period  in white mice, Radiobiology and Radiation safety, 2021, Vol.1, N1. 57-62.
23.    Gogebashvili M.E., Gongadze A.D., Ormocadze G.L., Ivanishvili N.I., Tulashvili E.V., Osidze I.G., Kontselidze A.E. Research or radionuclides  accumulation regularity by Georgian popular culinary herbs for the determination of health-connected risks. Radiobiology and Radiation Safety, 2021, V.1,#2, p.29-36.
24.    Gelagutashvili E.S., Bagdavadze N.V., Jishiashvili D., Ginturi E.N., Gongadze A.D., Gogebashvili M.E., Ivanishvili N.I. Influence of metal ions after one year repeated irradiation of spirulina platensis. Radiobiology and Radiation Safety, 2021, V.1,#2, p.43-48.
25.     Licheli V., Chikvaidze E.N., Gavasheli T.A., Mamniashvili G.I.,  Gegechkori T.O., Gogebashvili M.E., Ivanishvili N.I. Electron paramagnetic resonance method for dating of archeological sites in Georgia. Radiobiology and Radiation Safety, 2021, V.1,#2, p.65-70.
26.    Kalmakhelidze S.L., Gogebashvili M.E., Ivanishvili N.I., Sanikidze T.V., Museridze D.P., Ormotsadze G.L. Phytotherapeutic treatment of  radiation-induced typical morphological changes of  small intestine. Radiobiology and Radiation Safety, 2021, V.1,#2, p.87-92.