ვახტანგ მოსიძე დაიბადა თბილისში, 1926 წლის 20 სექტემბერს. 1944 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1944-49 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1949-52 წლებში გახლდათ სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი. 1952 წ. ჩააბარა მისაღები გამოცდები ფიზიოლოგიაში კომისიას ი.ბერიტაშვილის თავმჯდომარეობით და ასპირანტურის სრული კურსის გასავლელად მივლინებულ იქნა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ი.პავლოვის სახ.ფიზიოლოგიის განყოფილებაში საკავშირო აკადემიის წევრ- კორ., პროფ. კ. აბულაძესთან. 1955 წელს ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პირობითი და უპირობო რეფლექსები კორძიანი სხეულის გადაკვეთის შემდეგ“. 1955 წელს დაიწყო მუშაობა ი.ბერიტაშვილის სახ.ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მედ.მეცნ.დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1962 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: “თავის ტვინის წყვილადი და განცალკავებული მუშაობის შესახებ“. 1965 წელს ბ-ნი ვახტანგი არჩეულ იქნა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პირობითი რეფლექსების ლაბორატორიის (1972 წლიდან ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის) ხელმძღვანელად. ის იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თავის ტვინის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი რესპუბლიკური კომისიის თავმჯდომარე. ბ-ნი ვახტანგი იყო IBRO-ს, ხოლო 1972 წლიდან ევროპის ტვინისა და ქცევის შემსწავლელი ორგანიზაციების წევრი. 1974 წელს მას მიენიჭა საქ.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1976 წ. - ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია. 1988 წ. ბ-ნი ვახტანგი აირჩიეს საქ.მეცნ.აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ასევე იყო ნიუ-იორკის აკადემიის წევრი. 1991 წ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. 1994 წელს თანამშრომლებთან ერთად თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრიისა და ასიმეტრიის პრობლემის შესწავლისადმი მიძღვნილი შრომებისათვის მიენიჭა საქ.სახელმწიფო პრემია. შემდგომში ის აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. ბბ-ნი ვახტანგი გარდაიცვალა 1999 წლის 26 თებერვალს.
ბ-ნი ვახტანგის შრომები ძირითადად ეძღვნება თანამედროვე ნევროლოგიის ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემას - დიდი ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთობის საკითხს. მის მიერ მიღებული მონაცემების საფუძველზე გარკვეულია ტვინის არა მხოლოდ კომისურული სისტემის როლი სენსორული ინფორმაციის ჰემისფეროთაშორის ცვლაში, არამედ ღეროვანი წარმონაქმნების მონაწილეობა ჰემისფეროთა ურთიერთობაში და აღნიშნული პროცესების მნიშვნელობა პირობითი რეფლექსებისა და მოკლევადიანი მეხსიერებისათვის. დადგენილია კორძიანი სხეულის მნიშვნელობა თავის ტვინის ჰემისფეროების სინქრონულ მოქმედებაში და სტრიქნინული განმუხტვების ჰემისფეროთა შორის გენერალიზაციაში. შესწავლილია კალოზალური ნეირონების მახასიათებლები, მათი სამიზნე ნეირონები და გამოთქმულია მოსაზრება რომ ამ ნეირონების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს ნახევარსფეროების ჰორიზონტალური ტრასკომისურული ურთიერთობები, რომელიც აუცილებელია ტვინის ინტეგრაციული მოქმედებისათვის. დადგენილია შთაბეჭდვის (იმპრინტინგი) ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. დამუშავებულია ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციური ასიმეტრიისა და სპეციალიზაციის პრობლემა.
ვ.მოსიძე 200-მდე გამოქვეყნებული შრომის და მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ მიღებულ მონაცემებს გააჩნია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა ნევროლოგიური კლინიკისათვის, ფსიქოლოგთათვის, ფსიქიატრებისთვის, ნეიროლინგვისტებისათვის.