საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2024 წლის სასტიპენდიო კონკურსი
ნანახია 13-ჯერ
2024 წლის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ზაალიშვილმა.
გიორგის დაენიშნა აკადემიის სტიპენდია სპეციალობაში „ბიოლოგია“, რაც მისი მეცნიერული მოღვაწეობის აღიარებასა და გამორჩეულ მიღწევებზე მიუთითებს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გულითადად ულოცავს ბატონ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ახალ მიღწევებს მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.