პროფესორ იგორ სვანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სამეცნიერო სხდომა

ნანახია 12-ჯერ


2026 წლის 22 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა პროფესორ იგორ სვანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სამეცნიერო სხდომა.
სხდომა გახსნა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნარგიზ ნაჭყებიამ. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ნადარეიშვილმა.
მოხსენებით თემაზე „პროფესორ იგორ სვანიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ გამოვიდა ნეიროტქსიკოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ლალი გეგენავა.
პროფესორ იგორ სვანიძის შესახებ მოგონებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ნეიროტქსიკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ბიკაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ/საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ძიძიგურმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ, ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა თამილა ბაგაშვილმა, ტკივილისა და ანალგეზიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მერაბ ცაგარელმა, რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა თამარ სანიკიძემ და რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაკა მანწკავამ.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>