მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება თელავში
ნანახია 19-ჯერ
15 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, უნივერსიტეტების რექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მსვლელობისას, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ცენტრის მიერ წარმოდგენილმა სივრცემ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინტერაქციულ ექსპერიმენტებს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სამეცნიერო პროცესში.
მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მიზნად ისახავდა რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობას, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებას, რეგიონული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() |






























