მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 ზუგდიდში
ნანახია 11-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების მსვლელობისას, ცენტრის მიერ წარმოდგენილმა სივრცემ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინტერაქციულ ექსპერიმენტებს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სამეცნიერო პროცესში.
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ - 2026 წლის ფესტივალის ამ მთავარი გზავნილის შესაბამისად, ღონისძიების ძირითად მიზანს ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და სტუდენტთა დაინტერესება და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენს.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |










