საბავშვო უნივერსიტეტი „ბიომედის“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დღეები

ნანახია 18-ჯერ


ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს გიწვევთ საბავშვო უნივერსიტეტი „ბიომედის“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დღეებში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (SPR-273).
საბავშვო უნივერსიტეტი „ბიომედი“ მიზნად ისახავს ბავშვებსა და მოზარდებში ბიომედიცინისა და თანამედროვე მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მათთვის მეცნიერების პრაქტიკულად, სახალისოდ და ინტერაქციულად გაცნობას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ სამეცნიერო ლაბორატორიები, გაეცნონ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს და თავად ჩაერთონ საინტერესო ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ აქტივობებში.
მივესალმებით სკოლების ინსტიტუციურ მონაწილეობას - თითოეულ ჩართულ მოსწავლეს, პედაგოგსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას გაეგზავნება ოფიციალური სამადლობელო წერილი.

თარიღი: 2027 წლის 30 იანვარი - 2 თებერვალი.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. განაცხადები მიიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით.

ჩატარების ადგილი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა №14

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 577 48 00 20

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ​https://biomedicine2020.wixsite.com/university-biomed​​​




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>