მეცნიერების რეგიონული ფესტივალი ბათუმში
ნანახია 33-ჯერ
16 სექტემბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების რეგიონული ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფესტივალი გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ფესტივალის ფარგლებში, ცენტრის საგამოფენო სივრცემ დამთვალიერებელთა დიდი ყურადღება მიიპყრო. ახალგაზრდებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შემეცნებით ექსპერიმენტებს და უშუალოდ ჩართულიყვნენ სამეცნიერო პროცესში.
2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.
ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |



































