ფრუგალური და ხელმისაწვდომი მეცნიერება ყველასათვის
ნანახია 199-ჯერ
2026 წლის 15 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი „ფრუგალური და ხელმისაწვდომი მეცნიერება ყველასთვის“ (გრანტი #SPG-25-817) დასკვნითი ღონისძიება, რომელიც „საქართველოს მეცნიერების ინოვაციის ორგანიზაციის“ ორგანიზებითა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი მიზნათ ისახავდა სკოლის მოსწავლეების მიერ პრაქტიკული სამეცნიერო, საინჟინრო და პროგრამირების უნარების შეძენას. სასწავლო კურსი ორიენტირებული იყო სწრაფ პროტოტიპირებაზე და მოიცავდა თემებს: ოპტიკა, ნახევარგამტარები, სისტემური აზროვნება და პროგრამული უზრუნველყოფა.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და სამეცნიერო-სამრეწველო წარმოების ცენტრებს.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს გადაეცათ კურსის დასრულების სერტიფიკატები და გამოვლინდნენ ჰაკათონის გამარჯვებულები.
ცენტრისთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მისიაა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ერთობლივი წარმატება მყარ საფუძველს უყრის ახალგაზრდებში STEM მიმართულებების განვითარებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |





































