ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ცენტრში
ნანახია 15-ჯერ
2026 წლის 08 ივნისს სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ეწვია.
აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა მეცნიერებთან შეხვედრას, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამოყენებით ნაწილში ხელშეწყობის გზების განხილვასა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობას.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ, დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ცენტრის თანამშრომლებმა საინტერესო იდეები გამოთქვეს და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრის შემდეგ ბატონმა თორნიკემ დაათვალიერა მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი, სადაც თავმოყრილია უახლესი სამეცნიერო აპარატურა. მისი გამოყენებით, შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა, და მათი შემდგომი კომერციალიზაცია.
განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აღჭურვილობა ცენტრს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოვოს და ახალ საფეხურზე განავითაროს კვლევითი საქმიანობა.

![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() |