საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2026
ნანახია 15-ჯერ
2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოში (შეკვეთილში), ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში—BIOMED2026.
ღონისძიების მასპინძლები: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია და რეოლოგთა საზოგადოება.
BIOMED2026 მიზნად ისახავდა ახალი სამეცნიერო იდეებისა და კვლევების ინტეგრაციას, ფუნდამენტური და გამოყენებითი რეოლოგიის განვითარებას, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიება ორიენტირებული იყო ბიომედიცინის აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე, რეოლოგიის თანამედროვე მიმართულებებზე, სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის განვითარებაზე.
ახალგაზრდა მკვლევრები ესწრებოდნენ სპეციალიზებულ ტრენინგებს, მონაწილეობა მიიღეს B2B საბროკერო შეხვედრებში, წარადგინეს საკუთარი კვლევები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსაიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივესიტეტის, ბაუ-საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი და სხვ. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ინსტიტუციები, მათ შორის: რეგენსბურგის უნივერსიტეტის საავადმყოფო, ბრანდენბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მონპელიეს უნივერსიტეტი, სოფიას მექანიკის ინსტიტუტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, კლინიკური ჰემორეოლოგიისა და მიკროცირკულაციის ევროპული საზოგადოება, რეოლოგიის მსოფლიო საზოგადოება, ბიორეოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება.
BIOMED2026 წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს, კლინიცისტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს. ღონისძიება ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას, სამეცნიერო ცოდნის გავრცელებასა და ბიომედიცინის სფეროში ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას.
კონფერენციის პროგრამა და საკონფერენციო მასალები იხილეთ ბმულზე https://biomedicine2025.wixsite.com/biomed2026
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |



















