საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2026
ნანახია 8-ჯერ
2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, შეკვეთილში, საქართველოში გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში — BIOMED2026. ღონისძიების მასპინძლები არიან: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია და რეოლოგთა საზოგადოება.
BIOMED2026 მიზნად ისახავს: ახალი სამეცნიერო იდეებისა და კვლევების ინტეგრაციას; ფუნდამენტური და გამოყენებითი რეოლოგიის განვითარებას; ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერებას კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას ფუნდამენტური და გამოყენებითი მედიცინის სპეციალისტებს შორის, ასევე ბიომედიცინის სფეროში პროფესიული უნარების განვითარებას.
ღონისძიება ორიენტირებულია: ბიომედიცინის აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე; რეოლოგიის თანამედროვე მიმართულებებზე; სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის განვითარებაზელ სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებზე ბიოსამედიცინო კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას.
ახალგაზრდა მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა: დაესწრონ სპეციალიზებულ ტრენინგებს; მონაწილეობა მიიღონ B2B საბროკერო შეხვედრებში; წარადგინონ საკუთარი კვლევები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სპორტის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსაიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივესიტეტის, ბაუ-საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი და სხვ. ღონისძიებას საერთაშორისო ინსტიტუციები, მათ შორის: რეგენსბურგის უნივერსიტეტის საავადმყოფო; ბრანდენბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; მონპელიეს უნივერსიტეტი; სოფიას მექანიკის ინსტიტუტი; ლისაბონის უნივერსიტეტი; კლინიკური ჰემორეოლოგიისა და მიკროცირკულაციის ევროპული საზოგადოება; რეოლოგიის მსოფლიო საზოგადოება; ბიორეოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება ასევე, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოეწყობა სპეციალურ სესიას შოკის რეოლოგიური მიმართულებების შესახებ (FR-24-389).
BIOMED2026 წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს, კლინიცისტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს. ღონისძიება ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას, სამეცნიერო ცოდნის გავრცელებასა და ბიომედიცინის სფეროში ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში დაიბეჭდება ორმაგი ბრმა რეცენზირების შედეგად სამეცნიერო მოხსენებების კრებული, რომელიც განთავსდება Google Scolar-ში.
დეტალები იხ. აქ https://biomedicine2025.wixsite.com/biomed2026