კონფერენცია „რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“

ნანახია 23-ჯერ


2026 წლის 15 იანვარს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია „რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია და რეოლოგთა საზოგადოება.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა რეოლოგიის სწავლა/სწავლების მიმართულებით  ფუნდამენტური ცოდნის დაგროვება/გაზიარება და შედეგების გამოყენებით სფეროში დანერგვა. კონფერენციაზე გაშუქდა რეოლოგიის, როგორც მულტიდისცილინური მეცნიერების და ინდუსტრიული დარგის მიღწევები, წარმოდგენილ იქნა ახალი და უახლესი მიდგომები, წარიმართა დისკუსია დარგობრივი მახასიათებლების და ჩარჩო-პროგრამასთან არსებული საკითხების ირგვლივ.
ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა კლინიკური რეოლოგიის, ბიომედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის, IT ტექნოლოგიების მიმართულების მკვლევარები და ინდუსტრიული დარგის წარმომადგენლები.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>