კონფერენცია „რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
ნანახია 70-ჯერ
2026 წლის 15 იანვარს ტარდება კონფერენცია „რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია და რეოლოგთა საზოგადოება.
კონფერენციის მიზანია რეოლოგიის სწავლა/სწავლების მიმართულებით ფუნდამენტური ცოდნის დაგროვება/გაზიარება და შედეგების გამოყენებით სფეროში დანერგვა. კონფერენციაზე გაშუქდება რეოლოგიის, როგორც მულტიდისცილინური მეცნიერების და ინდუსტრიული დარგის მიღწევები, წარმოდგენილი იქნება ახალი და უახლესი მიდგომები, დისკუსია წარიმართება დარგობრივი მახასიათებლების და ჩარჩო-პროგრამასთან არსებული საკითხების ირგვლივ.
ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას კლინიკური რეოლოგიის, ბიომედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის, IT ტექნოლოგიების მიმართულების მკვლევარები და ინდუსტრიული დარგის წარმომადგენლები.
კონფერენციის პროგრამა |
![]() |
