ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მეცნიერების ფესტივალზე ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” თელავში
ნანახია 13-ჯერ
2025 წლის 15 ოქტომბერს, ქ.თელავში გაიმართა მეცნიერების ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.
ფესტივალმა აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებები გააერთიანა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების წარმომადგებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ადგილზე ეცნობოდნენ მეცნიერების მიღწევებს.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() |