საჯარო ლექცია: In vitro, in vivo, in silico: სამი გზა, ერთი მიზანი"
ნანახია 178-ჯერ
2025 წლის 23 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „In vitro, in vivo, in silico: სამი გზა, ერთი მიზანი".
ღონისძიების მიზანი იყო სამეცნიერო კვლევის სამი ფუნდამენტური მიდგომის — in vitro, in vivo და in silico — ურთიერთდამოკიდებულების და სინერგისა თანამედროვე ბიომედიცინის განვითარების კონტექსტში წარმოაჩენა.
მომხსენებელი: გიორგი ზაალიშვილი, ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უჯრედული და მოლეკულური ინსტიტუტის თანადირექტორი, ქრომატინის ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი.
მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: