საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025 (06.11.2025)
ნანახია 36-ჯერ
RHEO-BIO-MED-2025 (6 ნოემბერი, 2025) არის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც აერთიანებს სწავლა/სწავლების და კვლევებით მოპოვებული ცოდნის შერწყმასა და გაზიარებას.
კონფერენციის მთავარი მიზნებია:
- ახალგაზრდების კვლევითი უნარების განვითარება და დახვეწა;
- თანამშრომლობითი სამეცნიერო ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ახალი თაობის დაინტერესება კვლევითი საქმიანობით და მათი აქტიური ჩართვა კვლევებში.
ახალგაზრდა მომხსენებლები და მათი მენტორები წარადგენენ თანამედროვე კვლევების შედეგებს, მიმოხილვებს, ინოვაციურ მიდგომებსა და საინტერესო ფაქტებს რეოლოგიის, კოაგულაციის, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და მომიჯნავე მიმართულებების სფეროებში.
ორგანიზატორები: რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი & ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
კონფერენციის ხელმძღვანელები:
- პროფ. მაკა მანწკავა – რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგე
- დოქტორი ნინო ფოჩხიძე – ახალგაზრდა მეცნიერი, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი
სამეცნიერო კომიტეტი:
- პროფ. გვანცა ჭკადუა
- პროფ. ნანა მომცელიძე
- ახალგაზრდა მკვლევარი, პროფ. გიორგი კუჭავა
ყველა მონაწილე და მენტორი მიიღებს სერტიფიკატს.
საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოებენ.
მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფარულია ორგანიზატორების მიერ.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება Google Scholar-ში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში.
ადგილმდებარეობა: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ქ. თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, 14, 0160, III სართული, საკონფერენციო დარბაზი
რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი
მსურველებმა მოგვმართეთ წერილობით: conference@rheology.biz