ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მეცნიერების ფესტივალზე ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ზუგდიდში

ნანახია 91-ჯერ

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  გაიმართა, გაიხსნა მეცნიერების ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.  
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას; სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირებას; ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას; ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>