ევროპის მიკროცირკულქციის საზოგადოების საერთაშორისი კონფერენცა ESM2025
ნანახია 58-ჯერ
ევროპის მიკროცირკულქციის საზოგადოების საერთაშორისი კონფერენცა ESM2025-ის (სეგედი, უნგრეთი, 19-22 მაისი, 2025, https://www.esm2025szeged.hu) ფარგლებში ჩატარებულ სიმპოზიუმ „ფუნდამენტური და კლინიკური მიკროცირკულაცია და ჰემორეოლოგია“-ის თავმჯდომარეები გახლდათ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ - ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაია მანწკავა და მთავარი ნეცნიერი თანამშრომელი ნანა მომცელიძე.
სიმპოზიუმზე განხილული იყო ახალი და უახლესი მიდგომები, გაშუქდა ახალი ექსპერიმენტული მონაცემები, გაიმართა დისკუსიები. მაია მანწკავამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „მიკროცირკულაცია და ჰემორეოლოგია ლეიკემიის დროს“. სიმპოზიუმის ფარგლებში იყო დაგეგმილი მომავალი თანამშრომლობითი კვლევები. ლაბორატორიის სახელით გამოქვეყნდა ოთხი სამეცნიერო თეზისი. სიმპოზიუმი ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სახელით.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |