„მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი“

ნანახია 538-ჯერ



2025 წლის 12-14 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო 
სამეცნიერო კონფერენცია „მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი“, რომელიც ეძღვნებოდა ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ ფარგლებში.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ნეირომეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ინტეგრაცია და პოპულარიზაცია; ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება; სამეცნიერო ქსელების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიებამ გაააერთიანა წამყვანი ქართველ და უცხოელი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და პრაქტიკოსები ბიომედიცინისა და ნეირომეცნიერების სფეროებიდან.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა:

• პლენარულ სხდომებს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით;
• თემატურ სესიებს ნეირომეცნიერებისა და ბიომედიცინის თანამედროვე მიმართულებებზე;
• სასტენდო მოხსენებებს.
 
კონფერენციის პროგრამა https://lifescience.org.ge/index.php?do=download&id=281























ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: program_beritashvili-140-june-12-14-2025.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>