განცხადება სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნანახია 20-ჯერ



2025  წლის 13  მაისიდან  ცხადდება  ღია  კონკურსი  სამეცნიერო  სტრუქტურულ  ერთეულებში სამეცნიერო  თანამდებობის  დასაკავებლად  შემდეგ  პოზიციებზე:
 
1. რადიობიოლოგიის ლაბორატორია _ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”,კატეგორია);
2. ბიოფიზიკის ლაბორატორია _ მეცნიერ თანამშრომელი (1ერთეული  “ა”კატეგორია); მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული „ბ“კატეგორია).

•    მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
•  მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური   ხარისხი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღებიდან სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და  განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4.   დიპლომების ასლები;
5.  გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
       ა) სტატიების სრული სია;
       ბ) თეზისების სრული სია;
6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;

კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;

კონკურსის ჩატარების თარიღია 2025 წლის  25 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 16 ივნისიდან  2025  წლის 20 ივნისის   ჩათვლით.

არასრული და არასწორი ინფორმაციის  მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა  არ განიხილება;

საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში.
მისამართი:
0160, თბილისი, ლ. გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო. (საბუთების მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა  10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

საკონტაქტო პირები:

მარიამ ირემაშვილი - ადამიანური  რესურსების  მართვის  სამსახურის  უფროსი;
ნინო ემუხვარი - დირექტორის  თანაშემწე.

ტელ.: 2 37 12 31;  2 37 03 00
e-mail – secretary@biomedicine.org.ge

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>