საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოტორული დარღვევების ინოვაციურ კვლევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე

ნანახია 69-ჯერ
2025 წლის 2-3 მაისს, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაციისა და IBRO-ს ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის, Endeavor-ის თანამონაწილეობით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოტორული დარღვევების ინოვაციურ კვლევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე.

კონფერენციის ძირითადი თემები:

1.    პარკინსონის დაავადების თანამედროვე მართვა;
2.    ნეირომოდულაცია და ინოვაციური თერაპიები;
3.    მოტორული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობის ახალი მეთოდები;
4.    ნეირობიოლოგიური და გენეტიკური კვლევები.

კონფერენციაზე წარდგენილი იყო ზეპირი მოხსენებები – კლინიკური შემთხვევები, კვლევები ან მიმოხილვითი ნაშრომები და
პოსტერული მოხსენებები ვიზუალური პრეზენტაციის შესაძლებლობა კვლევების შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების გასაზიარებლად.

კონფერენცია განკუთვნილი იყო ნევროლოგებისთვის, ნეირომეცნიერებისთვის, ექიმებისთვის, მკვლევრებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა და ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>