ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის'''

ნანახია 556-ჯერ



2025 წლის 9-10 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანამონაწილეობით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ჩაატარა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის''. კონფერენციის თემატიკა:  გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და  ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ ფარგლებში..

კონფერენციის საორგანიზაციო და პროგრამული კომისიის წევრები: ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი.

კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცოცხალ ორგანიზმზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ. ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დამყარებას, ინფორმაციის გაცვლას და მათ დაინტერესებას უახლესი სამეცნიერო ტენდენციებითა და ტექნოლოგიებით.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების (ჰიბრიდული ფორმატით) და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამეცნიერო სფეროში არსებული სიახლეები.



კონფერენციაში მონაწილე თითოეულ მონაწილეს და მის მენტორს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი;

- საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია (GNA) და თავის ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია საქართველოში (IBRO) საუკეთესო მომხსენებელს გადასცა დაჯილდოების სერთიფიკატი და პრემია.
- აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება  (Sigma Xi) საუკეთესო პოსტერის ავტორს გადასცა  დაჯილდოების სერთიფიკატი და პრემია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ვებგვერდზე.

კონფერენციის პროგრამა https://lifescience.org.ge/index.php?do=download&id=290




































ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: -9-10-2025-program-june-9-10-2025.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>