მოსწავლეების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 90-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გიწვევთ უნიკალურ სამეცნიერო თავგადასავალში. თუ გაინტერესებთ ბიომედიცინა, ნეირომეცნიერება და უახლესი სამეცნიერო კვლევები, ეს პროექტი თქვენთვისაა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ბიომედიცინას, ნეირომეცნიერებასა და ქცევითი კვლევების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს. ისინი მოისმენენ საინტერესო ლექციებს, დაათვალიერებენ ლაბორატორიებს და თავად ჩაერთვებიან ექსპერიმენტებში.
ჩატარდება ლექციათა ციკლი:
• ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე ბიომედიცინაში – ინოვაციები და ტექნოლოგიები მეცნიერებაში;
• რადიაცია და მისი გავლენა ორგანიზმზე – უსაფრთხოება, რისკები და მისი სამედიცინო გამოყენება;
• მოგზაურობა თავის ტვინში – როგორ ფუნქციონირებს ჩვენი გონება;
• ადიქცია და მავნე ჩვევები – რა ხდება თავის ტვინში მიჯაჭვულობის დროს;
• ნეირობიოლოგიის კვლევის თანამედროვე მეთოდები – როგორ ვიკვლევთ თავის ტვინსა და ნერვულ სისტემას თანამედროვე მეცნიერებაში;
• რატომ გვახსოვს? – მეხსიერების საოცრებები და თავის ტვინის უნიკალური მექანიზმები.
ლაბორატორიული ექსპერიმენტები და პრაქტიკული აქტივობები:
• ბიოქიმია და ფიზიოლოგია;
• ცილისა და ფოსფორის კონცენტრაციის განსაზღვრა ბიოლოგიურ ნიმუშებში;
• ფერადი რეაქციები – როგორ ცვლის ქიმიური ნივთიერებები ფერს;
• ცენტრიფუგირება – ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზი;
• ოქსიდაციური სტრესის შეფასება ბიოლოგიურ ნიმუშში (სისხლის პლაზმაში);
• ნეირომეცნიერება და ქცევითი კვლევები;
• ცხოველების ქცევა და მეხსიერება: როგორ სწავლობენ და იმახსოვრებენ ინფორმაციას;
• კოგნიტური ტესტები – მხედველობითი ილუზიები, ფსევდონეგლექტი;
• ნეიროფიზიოლოგია და თავის ტვინის კვლევები;
• თავის ტვინის ნეირონული აქტივობის შესწავლა;
• ჰისტოლოგიური კვლევები – პრეპარატების მომზადება, შეღებვა და მიკროსკოპით სკანირება;
• ცხოველთა ტვინის მორფოლოგიური ცვლილებების შეფასება – ნეირონული ქსელების შესწავლა;
• ფიზიოლოგია და სამედიცინო კვლევები;
• რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება – ულტრაბგერითი აპარატურით (დოპლერის მეთოდი) კვლევა.
ეს ღონისძიება განკუთვნილია ყველა მოსწავლისთვის, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით, ექსპერიმენტებით და უნიკალური კვლევებით, ვისაც უნდა, თავად ჩაერთოს ექსპერიმენტებში და ნახოს მეცნიერება მოქმედებაში.
მისამართი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ლევან გოთუას ქუჩა 14
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აქ: