მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია - "შეაბიჯეთ მეცნიერებაში"
ნანახია 342-ჯერ
2025 წლის 6 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს მხარდაჭერით, ჩატარდა მოსწავლეთა მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია "შეაბიჯეთ მეცნიერებაში".
კონფერენციამ სკოლის მოსწავლეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გაეცნონ მეცნიერების უახლეს მიმართულებებს და გაიღრმავონ ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ღონისძიება მიეძღვნა მეცნიერების პოპულარიზაციას, მიზანს, რომელსაც ჩვენი პლატფორმა ბიოლოგია მარტივად • EasyBio
ყოველდღიურად ემსახურება. წარდგენილი იყო ჩვენი საგანმანათლებლო ვიდეო-ანიმაციები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში.
ყოველდღიურად ემსახურება. წარდგენილი იყო ჩვენი საგანმანათლებლო ვიდეო-ანიმაციები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ ფარგლებში.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „შეაბიჯეთ მეცნიერებაში“-ის ფარგლებში საუკეთესო ზეპირი მოხსნებისა და პოსტერი პრეზენტაციის ავტორები დაჯილდოვდნენ ანი ზაალიშვილის სახელობის პრემიით და შესაბამისი სერტიფიკატით.
ანი ზაალიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით ფონდმა ‘’გურული დღიურები’’ დააწესა „ანი ზაალიშვილის სახელობის სტიპენდია“, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმატებულ მოსწავლეებს მათი აკადემიური და კვლევითი მიღწევებისათვის.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „შეაბიჯეთ მეცნიერებაში’’ ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა სიამაყით დაასახელა კლუბის რჩეულად კონფერენციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე:
გაბრიელ ჭილაურიშვილი
სსიპ ქ. ყვარლის N2 საჯარო სკოლა
თემა: „ლეგო მეცნიერებაში“
სამეცნიერო შემეცნებით სივრცეში გაბრიელ ჭილაურიშვილმა წარმოაჩინა ბავშვისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობა და უკვე მომწიფებული მკვლევარის ხედვა. მისმა ნაშრომმა დაამტკიცა, რომ მეცნიერება მხოლოდ თეორიებითა და ფორმულებით არ იწყება — ის იწყება თამაშით, დაკვირვებით და კითხვით: „რატომ?“
გაბრიელის პროექტმა სიმბოლურად გადო ხიდი მეცნიერებასა და შემოქმედებითობას შორის — ჩვეულებრივი ლეგოს კუბიკები იქცა სწავლისა და აღმოჩენის საშუალებად. მისი ხედვა მიგვანიშნებს იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც თანამედროვე თაობის შემოქმედებით მიდგომაშია ჩადებული.
კონფერენციის ფარგლებში, ანი ზაალიშვილის სახელობის პრემია გადაეცა გამორჩეულ მონაწილეებს, რომლებმაც თავიანთი გამოსვლებით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.
პრემიით დაჯილდოვდნენ:
ზეპირი მოხსენებები:
ანდრია გველუკაშვილი - „დედამიწაზე ცხოვრების გაჩენის სასწაული - როგორ მოევლინენ ცოცხალი არსებები დედამიწაზე, თუ არსად სხვაგან არ არიან აღმოჩენილები“. სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა;
ფაქიზა მეხტიევა - „აყალიბებს თუ არა ენა აზროვნებას? სეპირ-უორფის ჰიპოთეზა“. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლა;
ნუცა ტყეშელაშვილი, თამარ ნატროშვილი - „ნეიროგენეზი და მასზე მოქმედი ფაქტორები“. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“.
პოსტერები:
ომარ ბოჭორიშვილი - „ციტოპლაზმური მემკვიდრეობა“. სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა;
ელენე დოხტურიშვილი - „კალციუმი, ჯანმრთელობის ქვაკუთხედი“. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლა.

კონფერენციის პროგრამა https://lifescience.org.ge/index.php?do=download&id=289
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |