ბერიტაშვილის კითხვანი 2025
ნანახია 56-ჯერ
2025 წლის 10 იანვარს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;
მოხსენება: „ელექტოენცეფალოგრაფიის კლინიკური შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივა“. მომხსენებელი - ნათელა ოკუჯავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი.
ორგანიზატორები:
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოება;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება;
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.