კვლევით სიმპოზიუმი "NeuroVation"
ნანახია 122-ჯერ
2024 წლის 15 დეკემბერს, დენდი საქართველომ, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად, უმასპინძლა კვლევით სიმპოზიუმს, "NeuroVation", რომელსაც 150-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
აქტივობები მოიცავდა ორალურ, პოსტერ და მხატვრულ პრეზენტაციებს. ასევე, პანელურ დისკუსიებს, კვლევითი ისტორიების ჯიხურსა და ინტერაქტიულ პრაქტიკული სამუშაოებს.
გამარჯვებულები თავიანთ კვლევით ნამუშევრებს დენდის ჟურნალის საგაზაფხულო გამოცემაში გამოაქვეყნებენ, დაესწრებიან 3 დღიან სამეცნიერო ბანაკს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში და გაივლიან კლინოვას ფასდაკლებულ კურსებს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ საზოგადოებებს: Med Trader • მედ თრეიდერი Academy of Practical Surgery • პრაქტიკული ქირურგიის აკადემია კლინოვა.
გულითადი მადლობა ყველას ვინც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარებას.