გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსი

ნანახია 22-ჯერ

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია მიენიჭა ჩვენი ცენტრის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ რევაზ სოლომონიას ნაშრომთა ციკლისათვის „სინაფსური პლასტიურობის და ნეიროპათოლოგიების ბიოქიმიური საფუძვლები“.
ბატონი რევაზის ღვაწლი გამორჩეული და ფასდაუდებელია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა იძლევა მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს მეცნიერი სამეცნიერო სამყაროს უახლეს გამოწვევებს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გულითადად ულოცავს ბატონ რევაზ სოლომონიას ამ ღირსშესანიშნავი ჯილდოს მინიჭებას და უსურვებს წარმატებას და წინსვლას მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>