ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსი
ნანახია 45-ჯერ
2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ცენტრის თავის ტვინის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელმა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა, ნინო ფოჩხიძემ.
ნინოს მიენიჭა ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით, რაც მისი მეცნიერული მოღვაწეობის აღიარებასა და გამორჩეულ მიღწევებზე მიუთითებს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი დიდი სიამაყით ულოცავს ნინოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ახალ მიღწევებს მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში!