პროფესორი მიხეილ ოკუჯავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრთა რიგებს შეუერთდა

ნანახია 54-ჯერ

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი სიამაყით და სიხარულით აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა რიგებს შეუერთდა წარმატებული მეცნიერი და ექიმი, ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ნეირორადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის ნეიროდიაგნოსტიკის და ნეირომეცნიერების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი,  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების ნეირორადიოლოგი, უამრავი პაციენტის იმედი და ნუგეში,  პროფესორი მიხეილ ოკუჯავა.
ვიმედოვნებთ, ბატონი მიხეილი კვლავინდებურად  ჩვეული შემართებით იდგება ქართული და მსოფლიო მედიცინისა და ბიომედიცინის სამსახურში.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>