ბატონი გურამ ბექაიას დაბადებიდან 95 და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

ნანახია 100-ჯერ



2024 წლის 22 ნოემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა გამოჩენილი მეცნიერის, მკვლევარის და პედაგოგის, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ივანე ბერიტაშვილის მოწაფის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ ბექაიას დაბადებიდან 95 და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ სოლომონიამ.

მოხსენებით „იშვიათი გენეტიკური სინდრომი“ გამოვიდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხედველობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ მაყაშვილი.

პროფესორმა გურამ ბექაამ დამსწრე საზოგადოებას თავისი მოგონებები გაუზიარა - „ჩემი ცხოვრება, აღიარება“.

მისალმებებით ბატონ გურამ ბექაიას მიმართეს:

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ტკივილისა და ანალგეზიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ცაგარელი;

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი ყარამან ფაღავა;

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აკადემიკოსი დურმიშხან ჩიტაშვილი;

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რენიკო საკანდელიძე;

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია და სხვა.









<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>