ნინო ფოჩხიძის დაჯილდოება
ნანახია 125-ჯერ
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისთვის განსაკუთრებით სასიანოვნო და საამაყოა, რომ 2024 წლის პრემიის ლაურეატ მეცნიერებს შორის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ცენტრის თავის ტვინის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი, მრავალი ღონისძების ინიციატორი და სულისჩამდგმელი - ნინო ფოჩხიძეც დაჯილდოვდა.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ულოცავს ნინოს წარმატებას და უსურვებს წინსვლას მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.