მეცნიერების ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”

ნანახია 186-ჯერ


ა.წ. 18 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების ფესტივალში ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას; სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირებას; ღონისძიებაში, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ორგანიზაცია მონაწილებდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქტიული გამოფენები და ვიქტორინები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>