ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული თელავში

ნანახია 253-ჯერ

2024 წლის 27 სექტემბერს, ქ.თელავში, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალმა აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებები გააერთიანა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების წარმომადგებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ადგილზე ეცნობოდნენ მეცნიერების მიღწევებს.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>