განცხადება სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ნანახია 512-ჯერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის
სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
1. სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში 2024 წლის 12 აგვისტოდან გამოცხადდეს ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
- ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული „ა“ კატეგორია)
- ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (ორი ერთეული კატეგორია „ა“)
- მემბრანოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“)
- ბიოქიმიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ბ“) მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია „ა“)
- ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორია _ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია “ა”), მეცნიერი თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია “ა”)
- გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- რადიობიოლოგიის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“)
- ბიოფიზიკის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“), მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ქცევისა და კოგნიტური ფუნქციათა ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“) მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული „ა“ კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“), მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია „ა“)
- გენომის სტრუქტურის და ფუნქციის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ბ“) მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული კატეგორია „ა“ ), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“),
- რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ბიოინფორმატიკის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
- ტკივილისა და ანალგეზიის ლაბორატორია _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“)
- თავის ტვინის ულტრა და ნანო არქიტექტონიკის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ა“)
- რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული კატეგორია „ბ“)
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
5. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
5.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
5.2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5.3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
5.4. დიპლომების ასლები;
5.5 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი
ა) სტატიების სრული სია;
ბ) თეზისების სრული სია;
5.6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;
6. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
7. კონკურსის ჩატარების თარიღია 2024 წლის 24-25 სექტემბერი.
8. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 12 სექტემბრიდან 2024 წლის 18 სექტემბრის 18: 00 საათამდე.
8.1. არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
9. კონკურსანტების განცხადებების რეგისტრაციისა და საბუთების მისაღებად შეიქმნას სამდივნო შემდეგი შემადგენლობით:
9.1 მარიამ ირემაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
9.2 მარიკა კალანდაძე - საქმისმწარმოებელი;
10. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის წესდებით გათვალისწინებული წესით.