"საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია სკოლებში". სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმს
ნანახია 382-ჯერ
2024 წლის 20-21 ივნისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715) ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - "საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია სკოლებში". ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმს.
მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა დესანი ფურცელაძემ, ახალგაზრდებს დაათვალიერებინა მუზეუმი, ჩაატარა მცირე ექსკურსი ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
მოსწავლეებმა მოისმინეს ორი ლექცია:
„რატომ ვბრაზობ, რატომ მეშინია, რატომ მიხარია - ემოციები, მათი გამოვლინება და რეგულაცია“.
მომსხენებელი: მალხაზ მაყაშვილი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
„დედამიწა ყველასთვის: ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“.
მომსხენებელი: ლევან ციცქიშვილი - ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
გულითად მადლობას ვუხდით ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის დირექტორს, დესანი ფურცელაძეს, სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს. ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სახელით უღრმესი მადლობა ბატონ მალხაზ მაყაშვილის და ლევან ციცქიშვილს.