ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელთა შეხვედრა თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან
ნანახია 451-ჯერ
ა.წ. 7 ივნისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG–23–715) ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ თბილისის სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია “ინფექციური დაავადებები, მითი და რეალობა”.
მომხსენებელი: ლიკა წვერავა - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.
მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ლიკა ბურჯანაძეს და მოსწავლეებს.