ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელთა შეხვედრა ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან
ნანახია 531-ჯერ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში, ვეჯინში, შეხვდნენ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს მოხსენებები:
1. ფარისებრი ჯირკვალი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები. მომხსენებელი- სოფიო კალმახელიძე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.
2. მედიცინა და ხელოვნება. მომხსენებელი-ბარბარე ნოზაძე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.
შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები.
მადლობას ვუხდით სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს. განსაკუთრებული მადლობა მაია კიკილაშვილს, თამარ სვიმონიშვილს და თამრიკო გველუკაშვილს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
ასევე გულთბილი მადლობა ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ დესი ფურცელაძეს და მუზეუმის ყველა თანამშრომელს.